ერიკ კანტონას კარიერა პრემიერ ლიგაში.
კანტონამ ინგლისში თავისი ისტორიის წერა "შეფილდ უენსდეიში" მცირე ხნიანი ყოფნისას დაიწყო, სადაც საცდელი კონტრაქტის პირობით გადავიდა. ფრანგი "ჰილსბოროზე" თავს კარგად ვერ გრძნობდა და გადაწყვიტა კონტრაქტი აღარ გაეხანგრძლივებინა, თუმცა ინგლისში თამაში სურდა. თავისუფალ აგენტად ქცევის შემდეგ ერიკმა მაშინვე დააინტერესა რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელი, თუმცა ყველაზე სწრაფად "ლიდსმა" იმოქმედა.
ჰოვარდ უილკინსონის ხელმძღვანელობის ქვეშ "ლიდსმა" 1991/92 წლების სეზონში მოულოდნელად სატურნირო ცხრილის მაღალ საფეხურზე აინაცვლა. მიუხედავად ამისა, უილკინსონი გრძნობდა, რომ მას ახალი პერსონაჟის დამატება სჭირდებოდა და ამის შემდეგ გუნდი ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებდა. არჩევანი კანტონაზე შეჩერდა და 92 წელს ჰოვარდმა მას სასტუმროში დაუნიშნა შეხვედრა. რამდენიმე დღის შემდეგ ერიკი ოფიციალურად გახდა "ლიდსის" ფეხბურთელი.
როგორც კი გადავიდა კანტონა, მაშინვე გაჩნდა მისი კულტი - ჟურნალისტებს ექსცენტრიული ფორვარდის ცხოვრება იზიდავდა, გულშემატკივარი კი ბურთის მისი მიღების საფირმო სტილითა და მატჩის ბედის მარტო გადაწყვეტის უნარით მოხიბლული იყო. კანტონამ შეცვლაზე შესვლის შემდეგ შთაბეჭდილება მოახდინა და ჰოვარდმა გადაწყვიტა ის "უიმბლდონთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გაემწესებინა, რაშიც არ შემცდარა: "ლიდსმა" "გიჟების ბანდა" 5-1 გაანადგურა. რობ უოლასსა და ლი ჩეპმენთან ერთად ერიკმა მეტოქეს თავს საშინელება დააყარა. იმ თამაშში ფრანგმა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა "ელანდ როუდზე" ჯერ კიდევ სიამაყით იხსენებენ "ჩელსის" კარში მის მიერ გატანილ ბრწყინვალე ბურთს. გორდონ სტრაკანის ჩაწოდების შემდეგ მარჯვენა ფლანგზე მიღებისას კანტონამ ბურთი თავზე გადაუგდო პოლ ელიოტს, შემდეგ კი ძლიერი დარტყმით კარის ზედა კუთხე გაარღვია. ფეხბურთელის ასეთი დარტყმის შემდეგ პუბლიკა ბედნიერებისგან აფეთქდა.
ლა-მანშის იმ მხარეში ბრწყინვალე სტარტის აღების შემდეგ კანტონამ გააცნობიერა, რომ აქ ის მხოლოდ უცხოელი კი არა ვარსკვლავია, რომელიც ძალების აღორძინებას განიცდის. "ლიდსისდა" სამწუხაროდ, მათ კანტონას იმედის ქონა პრემიერ ლიგის დაარსებისას აღარ შეეძლებათ. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ტიტულისთვის ბრძოლა პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურამდე გრძელდებოდა და "ლიდსის" რიგებში ერიკის მიერ გატანილი 9 გოლი მის მომდევნო გუნდს ნამდვილად არ დახმარებია ბრძოლაში. სერ ალექსის გუნდი "ენფილდზე" იან რაშის გოლის გამო დამარცხდა და ტიტული მოსისხლე მტრების ხელში გადავიდა.
კანტონამ თავისი პირველი ტიტული მოიგო ინგლისში, რამაც მიუხედავად იმისა, რომ "მარსელთან" ერთად ორი თასი უკვე აღმართული ჰქონდა, გიჟივით გაახარა. კანტონას აღარ ენატრებოდა სამშობლო და აღარც "ის" ენატრებოდა სამშობლოს, სადაც მას უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. კანტონა საფრანგეთის ფედერაციამ ერთ თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, მაგრამ ის დისციპლინარულ სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც კიდევ ერთ თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ფედერაციის გადაწყვეტილების მოსმენისას კანტონამ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. თუმცა მიშელ პლატინის ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ფეხბურთელმა გადაწყვეტილება შეცვალა და ფსიქოლოგთან სტუმრობის შემდეგ ინგლისში წასვლა გადაწყვიტა. პირველ სეზონში ტიტულის მოგებისა და გულშემატკივართაგან მხარდაჭერის მიღების შემდეგ კანტონამ გააცნობიერა, რომ ის ისევ იყო საჭირო ფეხბურთელი.
დაღლილი და "ლიდსის" ჩემპიონობის შემდეგ მრავალ წვეულებაზე დათვრომის შემდეგ ნაბახუსევი ერიკი პარტნიორებთან ერთად შვეიცარიაში ნაკრების რიგებში სათამაშო წავიდა, რათა ევრო 92-ზე მიეღო მონაწილეობა. მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეს პირველი სერიოზული შეჯიბრება იყო, რომელშიც საფრანგეთი მონაწილეობას იღებდა და პლატინის გუნდი ფავორიტად ითვლებოდა. გუნდს წარმოადგენდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არიან ლორან ბლანი, ჟან-პიერ პაპენი, დიდიე დეშამი და კაპიტანი მანუელ ამორო. ფრანგებთან ერთად ჯგუფში იყვნენ დანიელები და ინგლისელები. ერიკს ძალიან სურდა ნაკრებში თავისი კარიერა ისეთ მწვერვალამდე მიეყვანა, როგორც ეს "ლიდსში" გააკეთა, მაგრამ ამ სურვილს ასრულება არ ეწერა.
საფრანგეთი, ისევე როგორც ინგლისი ჯგუფიდან ვერ გავიდა, სამაგიეროდ ეს მოახერხა დანიამ, რომელიც საბოლოოდ ევროპის ჩემპიონი გახდა. "ლურჯებმა" დიდი იმედების გამართლება ვერ მოახერხეს. ვერც კანტონამ დაგვამახსოვრა თავი, რისი მიზეზიც ალბათ 5-3-2 ტაქტიკა იყო, რომელიც მიშელ პლატინიმ აირჩია. კანტონასა და მისი გუნდისთვის ტურნირი დასრულდა და იმედგაცრუებული ფრანგი იძულებული შეიქნა ბრიტანეთში დაბრულებულიყო. იქ კი საკმაოდ ჩვეულ სტილში "უემბლიზე" "ლივერპულის" კარში ჰეთ-ტრიკი შეასრულა. 7 ნომრიანი მაისურის პირველად მორგების შემდეგ ყველა გაგიჟდა, რადგან ის ნამდვილ სრულყოფილებას ჰგავდა, მისი ძალა, ათლეტიზმი და ბურთთან მუშაობა "ლივერპულის" დაცვას მწარედ დაამახსოვრდა.
სამი კვირის შემდეგ მან ისევ გამოიჩინა თავი. ამჯერად "ლიდსის" წინააღმდეგ "დეზები" თამაშობდნენ. ერიკმა ლონდონელების განადგურებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, რამეთუ ხუთივე გოლში მიიღო მონაწილეობა. კიდევ ერთ ჰეთ-ტირკს ჩეპმენისთვის მიწოდებული საგოლე პასი შემატა. კანტონა სრულად შეერწყა ინგლისური ფეხბურთის სტილს და თავისი საოცარი სათამაშო სტილით "ერიკის ეპოქის" დაწყება გამოაცხადა. სამწუხაროდ, ის გუნდის კრიზისის თვითმხილველი გახდა - "ლიდსს" ბედმა უმტყუნა. გუნდმა მთელი დიდება დაკარგა, რომლის კულმინაციად 92 წლის თასის აღმართვა გახდა. მომდევნო სეზონში "ლიდსი" თასების გარეშე დარჩა, უილკინსონის, შეგირდებს ხომ ევროთასები და ინგლისის ახალი ჩემპიონატი ელოდათ.
"ელანდ როუდზე" კანტონას კულტი თანდათან გაქრობას იწყებს. იმ დროს ერიკი ძალიან გაუბრაზდა მწვრთნელს, რომელმაც "იბროკსზე" "რეინჯერსის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ერიკი შეცვალა. კანტონა ძალიან დიდ უნდობლობას განიცდიდა უილკინსონის მიმართ და ამავდროულად უბედურებას, რადგან "ლიდსის" კრიზისისთვის უხდებოდა თვალის დევნება, რომელიც გუნდს ფსკერისკენ მიათრევდა, თავად ერიკი კი ძალების მოზღვავებას გრძნობდა. ფრანგს სამშობლოში წასვლის საშუალება მისცეს, მაგრამ დაბრუნებისას ყველაფერი შეიცვალა. კანტონა გასახდელში იჯდა, როცა ოფისში სატრანსფერო მოთხოვნა შევიდა, რომელიც იორკშირერებს ფრანგის შეძენის თაობაზე მიმართავდა. ადრესანტი კი სამი იყო: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "არსენალი".

1992 წლის ნოემბერში კანტონას იორკშირული კარიერა დასრულდა. იმ დროისათვის ინგლისის საუკეთესო კლუბის რიგებში გადასვლას ნებისმიერი ფეხბურთელისთვის შეიძლებოდა თავ-გზა აებნია, მაგრამ არა კანტონასთვის. მისთვის ადვილი არ იყო უილკინსონის სიჯიუტის გაძლება, კანტონა ხომ გრძნობდა, რომ გოლების ასეთი რაოდენობის გამო ნდობა დაიმსახურა. მისი ახალი მწვრთნელიც მკაცრად ეკიდებოდა დისციპლინას, მაგრამ უცხოტომელ ფორვარდს სათანადო ნდობა აღმოუჩინა, ეს ადამიანი სერ ალექს ფერგიუსონი გახლდათ. მომენტი, როცა კანტონა პრეს-კონფერენციაზე სერ ალექსის გვერდით ოდნავ აწეული თავით დაჯდა, სადაც კლუბის 1 მილიონიანი ტრანსფერი მწვრთნელმა შეაქო, "ოლდ ტრაფორდის" ფოლკლორში სამუდამოდ შევა. ერიკი მარგალიტად და ინგლისურ ფეხბურთში "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმატებისა თუ ახალი ფილოსოფიის სიმბოლოდ იქცევა.
"იუნაიტედს" ფორვარდი ჰაერივით სჭირდებოდა, გუნდმა უკანასკნელ 5 მატჩში ოთხჯერ ვერ მოახერხა გოლის გატანა და ფერგიუსონმა ვიცე-პრეზიდენტს, მატ ედვარდსს მიმართა, რომელსაც მიუთითა თუ ვინ უნდა შეეძინა სატრანსფერო ბაზარზე. უცებ განხორციელდა ზარი. კაბელის მეორე ბოლოს ბილ ფოტერბი, "ლიდსის" აღმასრულებელი დირექტორი საუბრობდა. მას აინტერესებდა, "იუნაიტედის" მარცხენა მცველი, დენის ირვინი თუ იყიდებოდა. რა თქმა უნდა, ედვარდსმა ამაზე უარით უპასუხა და გაახსენდა რა ფერგიუსონის მითითება, კანტონას სიტუაცია გამოჰკითხა. ფოტერბიმ თავის თანამოსაუბრეს ერიკსა და უილკინსონს შორის არსებული უთანხმოების შესახებ უამბო და დასძინა, რომ ფრანგს შეიძლებოდა კლუბი დაეტოვებინა. ფერგიუსონმა ედვარდსის ოფისი დატოვა და რადიოში მოისმინა, რომ ერიკი "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდებოდა, რომელშიც 1.2 მლნ. ფუნტს გადაიხდიდნენ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ფერგიუსონის ჩარევის გარეშე განხორციელებული ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი გახდა.
"ოლდ ტრაფორდი" ერიკის მშობლიურ სახლად იქცა, ფერგიუსონმა კი არა მარტო ფრანგის მთელი პოტენციალის აღმოჩენა მოახერხა, არამედ მისი ველური ხასიათის მოთოკვაც. მანჩესტერში მან მოიპოვა ადგილი, სადაც მემკვიდრეობას დატოვებდა. "ლიდსში" უკვე აჩვენა რაც შეეძლო და ახალ გუნდში იქცა მექანიზმის იმ ელემენტად, რომელიც ფერგიუსონის გუნდს აკლდა. სერ ალექსი თავისი მოსვლის პირველ წლებში წარმატებას ნამდვილად არ განიცდიდა, მაგრამ ინგლისის თასზე და ერთი წლის შემდეგ თასების მფლობელთა თასზე ტრიუმფმა მისი გუნდი დიდების მწვერვალზე დააბრუნა, სადაც "იუნაიტედი" მთელი ათწლეულების განმავლობაში არ იმყოფებოდა. კანტონა კი ამ წარმატების საწინდარი გახდა.
ერიკი შესანიშნავად ჩაეწერა ახალ გუნდში, რამეთუ "იუნაიტედის" შემტევი ხაზის უმნიშვნელოვანესი ელემენტი გახდა. მარკ ჰიუზისა და ბრაიან მაკკლერის დიდებულმა თამაშმა, ისევე როგორც დიონ დაბლინის ტრავმამ, ერიკს საშუალება მისცა ახალ დონეზე გასულიყო და ფრანგმა ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა - მან 22 მატჩში 9 გოლი გაიტანა. 1967 წლის შემდეგ "იუნაიტედმა" "ასტონ ვილას" 10 ქულიანი სხვაობით აჯობა და პირველი ტიტული მოიპოვა.
მომდევნო სეზონი ფრანგმა ძლიერად დაიწყო, "იუნაიტედმა" შეინარჩუნა თასი და ინგლისის თასის ფინალში "ჩელსის" 4-0 სძლია, რაშიც კანტონას ორი თერთმეტმეტრიანი დაეხმარა. ერიკი თავისი გუნდის მთავარი ძალა იყო, ყველა ტურნირზე მან 25 გოლის გატანა მოახერხა, რის გამოც PFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო. ერიკი თავისი საოცარი ნიჭის, ენერგიისა და ლიდერის თვისების ჩვენებას მოედანზე ახერხებდა, მისი წარმოდგენების შესახებ ყოველ ჯერზე იწერებოდა პრესაში, მეფე ერიკით აღფრთოვანებულნი იყვნენ მწვრთნელები და მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებიც კი. 1994 წლის იანვარში "დეზების" გულშემატივარმა ერიკი აპლოდისმენტებით გააცილა, მიუხედავად იმისა, რომ მათი გუნდი 1-0 დამარცხდა.

1994/1995 წლებს, უფრო ზუსტად კი "სელჰურსტ პარკზე" იმ მატჩს "იუნაიტედის" ქომაგი არასოდეს გაიხსენებს სიამოვნებით, მაგრამ მისი გახსენება მაინც მოგვიწევს, თუ გვინდა ერიკის ინგლისური კარიერა სრულად აღვწეროთ. ეს იყო თავისებური გამოცდა ფეხბურთელისთვის, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო "წითელი ეშმაკების" რიგებში დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა თამაშს და იძულებული გახდა ჯარიმების სახით დიდძალი თანხები გაეღო. მოთამაშე ახალი კონტრაქტის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დადგა. ამ დროს კი წინა პლანზე მთავარი მწვრთნელი გამოდის. "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელი, რომელიც დარწმუნების ძალით არის ცნობილი, ერიკის აზროვნებას ცვლის. კანტონას გარეშე "იუნაიტედი" მოედანზე ასეთი მრისხანე ძალა ვერ იქნებოდა. ლეგენდარული ფრანგის კოშმარულ პერიოდში ფერგიუსონის ჩარევამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ეს კი ღირდა, ერიკი ხომ გამარჯვებებს მოწყურებული დაბრუნდა.
კანტონამ "იუნაიტედის" აღორძინებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, რომელმაც 94/95 წლების სეზონის მიწურულს ტიტული დალგლიშის "ბლექბერნს" დაუთმო. ფრანგმა რვა თვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. დაბრუნების შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, მათ შორის "სენტ ჯეიმს პარკზე", რომელმაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა "იუნაიტედის" სასარგებლოდ დაასრულა. ის კამპანია ფერგის ბიჭებისთვის წარმატებული გამოდგა, რომლებმაც სამი წლის განმავლობაში მეორე დუბლი შეასრულეს. კანტონამ კაპიტნის რანგში თავისი გუნდი ინგლისის თასის ფინალში "ლივერპულის" წინააღმდეგ გაიყვანა. ამ შეხვედრაში ფრანგმა თავი 86-ე წუთზე გამოიჩინა, რითაც ერთადერთი უცხოელი კაპიტანი გახდა, რომელმაც თავის გუნდს ინგლისის თასის ფინალში გაამარჯვებინა.
პროფესიონალური ფეხბურთის უკანასკნელ სეზონში ერიკი "იუნაიტედის" კაპიტნად დაინიშნა. ეს სეზონი ნამდვილად არ გამომდგარა მისთვის საუკეთესო, ისევე როგორც პრემიერ ლიგისთვის. "იუნაიტედმა" ხუთ წელიწადში მეოთხე ჩემპიონობა იზეიმა. თუმცა უნდა ითქვას, რომ კანტონა ჯერ კიდევ ახდენდა უდიდეს როლს გუნდის თამაშზე, ისევე როგორც "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული მრავალი წლის განმავლობაში. მისი თამაში მილიონობით ადამიანს დაამახსოვრდება.
წყარო:
theatreofdreams