თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2015, 12:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2086,
კომენტარები: 10
ფანები ვან გაალს დაუპირისპირდნენ
გულშემატკივარი ლუი ვან გაალს აკრიტიკებს.
ფანები ვან გაალს დაუპირისპირდნენ
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "კემბრიჯ იუნაიტედის" მატჩის შემდეგ MUTV-ზე გასულ გადაცემაში გულშემატკივარი ტელეფონის საშუალებით ლუი ვან გაალის კრიტიკას მოჰყვა.

"წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩში "კემბრიჯ იუნაიტედის" დამარცხება ვერ მოახერხა და საბოლოოდ ნულოვან ფრეს დასჯერდა.

შედეგით განაწყენებული გულშემატკივარი კი კლუბის ოფიციალურ ტელეარხში რეკავდა და ვან გაალის ტაქტიკას "ნეგატიურსა" და "სამარცხვინოს" უწოდებდა. ერთ-ერთმა მათგანმა კი "ები სტედიუმზე" მისვლისთვის დახარჯული ფულის კომპენსაცია მოითხოვა.

"იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, რონ ატკინსონი, რომელსაც გადაცემა მიჰყავდა, აცხადებს:

"ვფიქრობ, ვან გაალი გაკვირვებული იქნება იმით, რომ ხალხი აკრიტიკებს და ფეხბურთი გართობა არ არის."

"მისი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გულშემატკივარი მაღალ ტემპსა და დიდ რისკს მიეჩვია."

"მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვთამაშობთ ინგლისის თასზე და გადათამაშებას მოვიგებთ."


წყარო: dailystar
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
26 იანვარი 2015 12:45
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კაროჩე დავიღალე 2 წელი ამ მწვრთვნელებზე საუბრით რა : )) ესე არაფერი გამოვა ყოველ წელს მწვრთვნელების ცვლით. როგორც მოიესზე ვამბობდი დრო უნდა თქო ისე ამაზე ვიტყვი. არაა ადვილი ეგრევე გუნდი აათამაშო და შედეგი დადო თან ესეთი გუნდი სადაც ფერგიუსონის წასვლის შემდეგ გუნდი კრიზისშია.

3:5:2 არც მე მე მწონს მაგრამ რას ვიზავთ. იმედია ყველაფერი გამოუვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Lev
26 იანვარი 2015 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
3-5-2 კაია როცა უმაღლესი დონის მცველები გყავს და ძალიან სწრაფი და ძლიერი ვინგერები. ეხლანდელი ხლამით რო თამაშობს ეს კაცი ამ წყობით ცოტა არ იყოს მაკვირვებს. არადა 4-4-2 ეხლანდელი გუნდისთვის ზედგამოჭრილია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: gilmour
26 იანვარი 2015 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ფაქტი ერთია რომ ასეთ არეულ და დაულაგებელ მანჩესტერს მე არ მოვსწრებივარ. მოიეს ის მაინც ქონდა რომ მთელი წელი ექსპერიმენტებს არ ატარებდა და ჩვეული წყობით ათამაშებდა გუნდს. ეს კიდე მართლა პესს თამაშობს მგონი.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
26 იანვარი 2015 15:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფერგიუსონს თავის წიგნში მსგავს რამეზე შემდეგი კომენტარი აქვს გაკეთებული: "მთელი სეზონის განმავლობაში მოუგებ ლივერპულს, რეალს, აღწევ წარმატებებს და როცა ერთ მატჩს ჩააგდებ გულშემატკივარი მაშინ ბილეთის ფულის დაბრუნებას გთხოვსო." - ნუ დაახლოებით ასე.

ვან გაალის შედეგები და თამაშის ხარისხი უფრო იმედისგაცრუებაა და არა ერთი ჩაგდებული მატჩი. ამიტომ ვერ მოითმენენ, მაგრამ მაინც არ ვფიქრობ, რომ ლუი გასაშვებია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: gilmour
26 იანვარი 2015 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
RojoDiablo,
ჯერჯერობით მართლა ადრეა გაშვებაზე საუბარი, უბრალოდ საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისათვის, რომ უბრალოდ გუნდის ტაქტიკა და თამაშის სტილი მაინც ჩამოყალიბებულიყო. როცა გუნდში არცერთმა ფეხბურთელმა არ იცის სად თამაშობს, რომელ ზონაში რა უნდა ქნას და რას ითხოვს ფილოსოფოსი მათგან, ძალიან ძნელია აქ მწვრთნელის გენიალურობა და სიდიადე დაინახო.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
26 იანვარი 2015 17:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
gilmour,
ვან გაალის გენიალურობას მე ვერც ვერასდროს ვხედავდი. მაგრამ მასზე სხვა წარმოდგენა უფრო შემექმნა. მყარია თუ არა თავად განსაჯე, მაგრამ მგონია, რომ განდიდების მანია აქვს. უნდა ყველაფერი რაღაც სასწაული ქმედებით გააკეთოს, რომ მერე ამის გამო შეაქონ, ცამდე აიყვანონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
26 იანვარი 2015 19:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,
კი ზუსტად ეგრეა დუმბო.. ძალიან ფილოსოფიურად და ექსპერიმენტულად ფიქრობს ხოლმე...
0
№8
ავტორი: gilmour
26 იანვარი 2015 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
RojoDiablo,
ხო მეც მაგას ვხედავ ზუსტად, ფერგიუსონი ექსტრავაგანტული იყო ბინებრივად და ეს ისეთ შტაბეჭდილებს ტოვებს რომ ხელოვნურად აკეთებს ყველაფერს, არც გამოდის და თავს ირცხვენს ტყუილად:)
0
№9
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2015 01:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვნახოთ ვნახოთ იმედია მართლა მოვიგებთ

ერთხელ გააკეთა გულშემატკივრებზე კომენტარი და ამას ალბათ სადმე სხვაგან ჰგონია თავი რო კიდია.
0
№10
ავტორი: DiMaria
27 იანვარი 2015 10:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ასეთი რამეები არ მევასება, მარა ამოვიდა ყელში რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top