თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2015, 08:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1791,
კომენტარები: 9
ნევილი: "იანუზაი საუკეთესო გახდება"
ფილ ნევილი იანუზაის შესახებ.
ნევილი:
უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ადნან იანუზაი იოჰან კრუიფსა და უეინ რუნის შეადარეს, თუმცა ის ახლა უფრო იორდის გვაგონებს, ვიდრე მის სახელოვან მამას.

ფილ ნევილი კი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდეს.

19 წლის ადნანი ევროპული ფეხბურთის იმედად ითვლებოდა, როცა დევიდ მოიესის ცუდი სეზონისა და გუნდის ფონზე მხოლოდ ის ბრწყინავდა.

იანუზაის 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "იუნაიტედი" ამგვარად თავისი ნიჭიერი ფეხბურთელის შენარჩუნებას გეგმავდა, მაგრამ მიმდინარე სეზონმა აჩვენა, რომ ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ადნანს სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ეძლევა.

გასულ სეზონში ფილ ნევილი დევიდ მოიესის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა და იანუზაისთან მუშაობის საშუალება ჰქონდა.

ინგლისელი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი "იუნაიტედის" ვარსკვლავი გახდება.

"ჯერ-ჯერობით საუკეთესო კონდიციები ვერ აღიდგინა. ადნანი შესანიშნავი ფეხბურთელი გახდება, ამაში დარწმუნებული ვარ."

"არასაკმარის მატჩებს ატარებს იმისთვის, რომ ფორმა აღიდგინოს."
- განაცხადა ფილ ნევილმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: DiMaria
26 იანვარი 2015 09:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
კემბრიჯთან მაგარი იყო, მაგრამ ცოტა უკეთაც შეიძლებოდა
0
№2
ავტორი: RojoDiablo
26 იანვარი 2015 09:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კემბრიჯთან ისევ ექნება შანსი და გამორიცხული არაა ლესტერთანაც ითამაშოს თუ საქმე კარგად წავიდა მატჩის დროს. შესაძლებლობა აუცილებლად მიეცემა, მაგრამ უნდა მოითმინოს. შარშან სად გვყავდა ასეთი შემადგენლობა, ახლა უფრო დიდი კონკურენცია გვაქვს, სხვა საქმეა როგორ თამაშობენ მისი კონკურენტები, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა, მირჩევნია დი მარიას იმედი მქონდეს, ვიდრე პატარა ბიჭის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: LizarD
26 იანვარი 2015 10:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ჩემი აზრით იჩაგრება, როცა ასეთი მოთამაშე გყავს გუნდში, ყველა მატჩში თუ არა უმრავლესობაში 15-20 წუთი რომ გამოუყოს ლუიმ არაფერი დაშავდება. ისედაც ვერ ბრჭყინავს იუნაიტედის შეტევა, ადნანი კი ინდივიდუალურად ძლიერია და ზუსტად ეს აკლია შეტევას.
0
№4
ავტორი: გაბადაძე
26 იანვარი 2015 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
მივცეთ ამ ბიჭს ცოტა მეტი დრო და იტყვის თავისსათქმელს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 იანვარი 2015 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ის რომ ადნანს სათამაშო დრო არ აქვს, ეს 3-5-2 ის ბრალია. არ ვიცი ვინ როგორ მაგრამ მე ესეთ სქემაში ადნანს ვერ ვხედავ. მას არასოდეს ევალებოდა დაცვითი ფუნციქების შესრულება შესაბამისად ვინგ-ბექად ეს ფეხბურთელი არ გამოდგება. კემბრიჯთან კი იყო სასტარტოში, მაგრამ იქ 4-3-3 იყო...
0
№6
ავტორი: Macklemore
26 იანვარი 2015 11:58
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია, იმედია!
0
№7
ავტორი: AkkRed
26 იანვარი 2015 12:21
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ტაქტიკა შეცვალოს ერთმა სულიერმა და ამასაც ვიხილავთ როგროც გასულ წელს უფრო მაღალ დონეზე და ანდერასთან ერთად. წარმოიდგინეთ, დი მარია, მატა, ერერრა და იანუზაი სასტარტოში, კრეატიულობის პიკი გვექნება winked
0
№8
ავტორი: kOsTiA
26 იანვარი 2015 15:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ამომავალი ვარსკვლავია..უნდა მიეცეს სათამაშო დრო
0
№9
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2015 01:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედი მაქვს ჯერ კიდევ რო აქ გახდება თუ არადა მოუწევს წასვლა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top