ლუი ვან გაალის მოთხოვნით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელები იძულებული არიან მომდევნო ზაფხულში აშშ-ში გასამართი ტურნეს ხანგრძლივობა შეამცირონ.
მიმდინარე სეზონის დასაწყისში "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ლუიმ უკმაყოფილება გამოხატა იმით, რომ მისი გუნდი სეზონისთვის ჩრდილო-ამერიკაში ემზადება, რომელიც დატვირთულია ფრენებითა და ღონისძიებებით.
ბრიტანული პრესის ცნობით, ლუი ვან გაალმა გლეიზერების ოჯახს აშშ-ში მომდევნო ზაფხულს გასამართი ტურნეს ხანგრძლივობის შემცირება მოსთხოვა, რადგან მომდევნო წელს მიზნად პრემიერ ლიგის მოგებას ისახავს.
მფლობელებმა ეს წინანადადება მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შემოსავალს მკვეთრ ზიანს მიაყენებს.
ზაფხულში "იუნაიტედი" ამერიკაში მხოლოდ სამ მატჩს ჩაატარებს და თითოეული მათგანი ერთ მხარეში გაიმართება.