ერიკ კანტონას შემთხვევიდან 20 წელიწადი გავიდა.
ზუსად 20 წლის წინ, 25 იანვარს ერიკ კანტონამ "კრისტალ პალასის" გულშემატკივარს "ჭკუა ასწავლა". ამ ქმედებას კი არაერთი ადამიანი გამოეხმაურა.
"რატომ არ გააკეთებ შენს დამპალ სამუშაოს?" - კანტონას ქვემდებაზე გაბრაზებული ალექს ფერგიუსონი და ენდი კოული, რომელმაც მსაჯს მიმართა.
"შე ფრანგო ნაბი***. უკან, საფრანგეთში დაახვიე შენი დედაც" - მათიუ საიმონსი, რომელიც კანტონას მიმართავდა.
"მას შემდეგ თითოეულ სურათში მინახავს, რომ კანტონას თვალები დახუჭული აქვს. ზვიგენი სწორედ ასე იქცევა, როცა ვინმეს მოსაკლავად მიდის." - ჰენრი უინტერი, The Daily Telegraph.
"ის ვეღარასოდეს ითამაშებს" - "კრისტალ პალასის" ფანები.
"მწვრთნელი ყველას სახეს აგვახევს... დიდ პიტს (შმეიხელი), დიდ პალის (პასიტერი), მე, შარპის, პოლ ინსს. როცა ანგარიში გავათანაბრეთ, ჩვენთან მოვიდა და მითხრა: საუთგეიტს ვინ ჯანდაბა მარკირებდა? მე ვუპასუხე: "ერიკი". ის მოტრიალდა და უთხრა: "ერიკ, შენით იმედგაცრუებული ვარ. ასეთ რამეებს არ უნდა აკეთებდე. ვფიქრობდი: "ეს ის არის? ეს ის არის?!" - დევიდ მეი. (სინამდვილეში ფერგიუსონმა მომხდარი მხოლოდ მას შემდეგ გააცნობიერა, რაც დილის 4 საათზე ვიდეოჩანაწერი ნახა.
"დილის 4 საათზე ავდექი და ვიდეოს ვუყურებდი. შემაძრწუნებელი იყო. მას შემდეგ წლები გავიდა, მე კი არც ერთხელ არ მომითხოვია მისთვის ახსნა-განმარტება მოეცა." - ალექს ფერგიუსონი.
"ბუნტის მსგავსი რამ იყო. ასეთი არაფერი მინახავს ფეხბურთში" - სამხრეთ ნორვუდის პოლიციის უფროსი ინსპექტორი, ტერი კოლინსი.
"შე ველურო" - The Sun-ის პირველი გვერდი.
"კანტონა ქომაგს ამტვრევს" - The Daily Star-ის პირველი გვერდი.
"საფეხბურთო ასოციაცია შეშფოთებულია ინციდენტით, რომელიც დღეს ღამით "სელჰურს პარკზე" მოხდა" - დევიდ დევისი, საფეხბურთო ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.
"საფეხბურთო ქომაგების უმრავლესობა ფიქრობდა, რომ შემთხვევის უმეტესი ნაწილი საოცრად სასაცილო გამოდგა." - დენი ბეკერი, Five Live
"დროა ფეხბურთს დავუბრუნდეთ. კანტონა ტოპ-კლასის ფეხბურთელია. ალბათ საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი მთელს ლიგაში, უკეთესიც კი, ვიდრე კლინსმანი. ის უხეშია, მაგრამ არა იმაზე მეტად, ვიდრე სხვები. მას სურს გაიმარჯვოს თავისთვის და "იუნაიტედისთვის" - რიჩარდ შოუ, "კრისტალ პალასის" მცველი, რომელსაც კანტონამ დაარტყა.
"თოლიები ნავს მხოლოდ იმიტომ მიჰყვებიან, რომ ფიქრობენ, ზღვაში სარდინიებს გადაყრიან." - კანტონას ერთადერთი სიტყვები პრეს-კონფერენციაზე.
"ჩემი საუკეთესო მომენტი? უამრავი გასახსენებელი მომენტი მაქვს, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი ხულიგნისთვის დარტყმა გახლავთ." - კანტონას სიტყვები 2008 წელს.
წყარო:
M.E.N.