2003 წელს სადებიუტო მატჩის შემდეგ დარენს "წითელი ეშმაკების" მაისურით 342 მატჩი აქვს ჩატარებული.
კარიერის გარკვეულ ეტაპზე ის იძულებული იყო ავადმყოფობის გამო თამაში შეეწყვიტა, მაგრამ კუჭის წყლულოვანი კოლიტის დამარცხების შემდეგ პროფესიონალურ ფეხბურთს დაუბრუნდა.
ზაფხულში წინასასეზონო ტურნეზე დარენმა თავი კარგად წარმოაჩინა და ვან გაალმა ის ვიცე-კაპიტნად დანიშნა. თუმცა მოგვიანებით ეს წოდება ჩამოართვა.
შოტლანდიელმა ვერაფრით მოახერხა ვან გაალზე შთაბეჭდილების მოხდენა ოფიციალურ შეხვედრებში და ახლა ის "ვესტ ჰემის" წინადადების მიღებას აპირებს. ლონდონური კლუბი კი მას სამ წელიწადნახევრიან შეთანხმებას სთავაზობს.
მოსაგვარებელი მხოლოდ მცირე დეტალები დარჩა. თავდაპირველად გარცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედი" ფლეთჩერისთვის 1.5 მლნ. ფუნტს მოითხოვდა, თუმცა შესაძლებელია ის საერთოდ უფასოდ გაუშვან - "იუნაიტედი" არ აპირებს ხელი შეუშალოს ფეხბურთელს, რომელმაც კლუბს ათობით წლები მიუძღვნა.