თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2015, 19:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2255,
კომენტარები: 11
მატა: "ჩემი პირველი წელი "იუნაიტედში"
ხუან მატა ერთი წელია, რაც "ეშმაკია".
მატა:
ხუან მატა "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნის 1 წლის იუბილეს აღნიშნავს და ინტერვიუში პირველ 12 თვეს იხსენებს.

"იუნაიტედის" ფეხბურთელად გახდომა: იმ დღიდან ბევრი მოგონება გამომყვა, მათ შორის სავარჯიშო მოედანზე ჩამოსვლის ხერხის შესახებაც! შევხვდი ფეხბურთელებს, წავედი "ოლდ ტრაფორდზე" - იმ დღეს ყველაფერი დიდებული იყო, რაც ყოველთვის მემახსოვრება.

სარეკორდო შენაძენი: ყველაფრით აღელვებული ვიყავი. თავს ძალიან იღბლიანად გრძნობ, როცა ასეთი ტრანსფერით მოდიხარ და მინდოდა ჩემდამი გამოჩენილი ნდობის სამაგიერო მოედანზე გადამეხადა. კლუბში ყველა დაუჯერებლად დამხვდა - შტაბი, მოთამაშეები, ქომაგები, ყველა, ვინც გუნდში მუშაობს. რა თქმა უნდა, კლუბის მასშტაბები და მსოფლიოში ტრანსფერით ხალხში გამოწვეული ემოციები საოცარი იყო. დაახლოებით ასე: "ვაუ, ეს უზარმაზარი კლუბია."

საუკეთესო მატჩი: არ ვიცი რომელი დავასახელო. ყოველთვის მახსოვს "კარდიფის" წინააღმდეგ ჩატარებული ჩემი პირველი მატჩი. რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარეთ, ისეთი, როგორიც მიმდინარე სეზონში "ნიუკასლისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრები იყო. პირადად ჩემთვის და გუნდისთვის რამდენიმე კარგი მატჩი იყო.

"ოლდ ტრაფორდზე" თამაში: ეს უბრალოდ იქ თამაშის შეგრძნებაა. რამდენიმე კვირის წინ "ლივერპულის" წინააღმდეგ არსებული ატმოსფერო უბრალოდ დაუჯერებელი იყო. როცა მოედანზე გავდიოდით, ვგრძნობდით, რომ საოცარი მატჩი იქნებოდა, რომელსაც მილიონობით ადამიანი უყურებდა.

პირველი გოლი "ვილას" კარში: მარჯვენა ფეხით გავიტანე. მინდოდა გოლის გატანა და ამას რამდენიმე მატჩი მოვანდომე, თუმცა მსურდა რაც შეიძლება მალე გამეტანა. ამის შემდეგ რამდენიმე გოლი კიდევ გავიტანე, ასე რომ, ჩემთვის კარგი დროის დასაწყისი გამოდგა.

საუკეთესო გოლი: მომწონს ორი საჯარიმო გოლი, რომელიც გასულ სეზონში "ნიუკასლსა" და "საუთჰემპტონს" გავუტანე. კარგი გოლები გამოვიდა.

"წითლების" ტურნე: წინასასეზონო ტურნემ მიმახვედრა, თუ რამდენად დიდია ეს კლუბი. როცა ტურნეზე ვიმყოფებოდით, ვხედავდით რამდენი გულშემატკივარი გვყავდა ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორიც "რეალი" და "ინტერი" არიან. შტატებში სხვა გუნდებზე მეტი ქომაგი გვყავს. ველოდები, რომ აზიასა და ავსტრალიაშიც ასეა - დაუჯერებელია მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ვიღებთ.

ლუი ვან გაალთან მუშაობა: ვფიქრობ, მწვრთნელისგან ყველა ვსწავლობთ. ის დიდებული ადამიანი და დიდებული მწვრთნელია. თამაშის სტილი, რომელიც მას სურს, სწორი არჩევანია - შემტევი სტილი. ეს ნიშნავს, რომ ვცდილობთ ბურთით ბევრი ვიშრომოთ, სივრცეები შევქმნათ, რათა პასები გავაკეთოთ და ფლანგიდან ფლანგზე თამაში გადავიტანოთ. ძალიან მომწონს ფეხბურთის მისებრი ხედვა და თითოეულ ჩვენგანს გვჯერა მისი, შტაბისა და რაიან გიგზის.

საუკეთესო მოგონება:
ვიტყოდი, ჩემი პირველი დღე, როცა აქ მოვედი და კიდევ ორ-სამ დღეში დებიუტი. ჩვენ გავიმარჯვეთ, გულშემატკივარმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელა და იმ დღეს ყველაფერი კარგად იყო.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
24 იანვარი 2015 19:46
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ertaderti rac dagvrcha moiesis droidan kargi gasaxsenebeli!
0
№2
ავტორი: RojoDiablo
24 იანვარი 2015 19:48
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Best 7,
მოიესის დროიდან იანუზაიც უნდა გავიხსენოთ და მომავალში იმედია ფელაინიზეც მყარად ვიტყვით იგივეს.

მატას მოსვლა კი მართლა დიდი სიხარული იყო შარშან. მართალია რადგან ჩელსის ფეხბურთელი იყო, დიდად არ მინდოდა, მაგრამ ასეთი რამეები სისულელეა და ვაღიარებ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
24 იანვარი 2015 19:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორ გამიხარდა ამის გადმოსვლა და როგორ ველოდებოდით ხალხი wink მაგრად მიყვარს ეს ფეხბურთელი და მოიესს მარტო ამისთვის ვუხდით მადლობას winked შეიძლება ზედმეტად ბევრი გადაიხადეს, იყო კიდევ რაღცეები ტრანსფერის ამბებბში მარა მაინც
0
№4
ავტორი: Goginashvili777
24 იანვარი 2015 20:17
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ჩელსიში რო იყო მეზიზღებოდა და სულ იმას გავიძახოდი, რო აზზრზე არ იყო. არ ვიცი რატომ მაგრამ არ მინდოდა ამის ტრანსფერი, თუმცა შევმცდარვარ . hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
24 იანვარი 2015 21:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
როგორ ეტყობა ტიპს რომ კარგი ადამიანია. მაგრად გამიხარდა თავის დროზე ამის ტრანსფერი...
0
№6
ავტორი: Manchester_M
24 იანვარი 2015 21:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რამდენიმე კვირის წინ "ლივერპულის" წინააღმდეგ არსებული ატმოსფერო უბრალოდ დაუჯერებელი იყო. როცა მოედანზე გავდიოდით, ვგრძნობდით, რომ საოცარი მატჩი იქნებოდა, რომელსაც მილიონობით ადამიანი უყურებდა.


რათქმა უნდა ქიმიიდან გამოვიქეცი მაგისთვის რომ მომესწრო wink
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
24 იანვარი 2015 21:48
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძალიან მიყვარს მატა. ძაან გამიხარდა ამის გადმოსვლა. ამის ჯარიმებსაც არაერთხელ გავუხარებივარ. კარგი შენაძენია. მოიესის ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილების შედეგი <3
0
№8
ავტორი: AkkRed
24 იანვარი 2015 22:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამას ვალენსიადან ვოცნებობდი აქ გადმოსულიყო ♥♥♥
0
№9
ავტორი: DiMaria
25 იანვარი 2015 09:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ასტონ ვილას რომ გაუტანა ის იმენა დომხალი იყო wink
0
№10
ავტორი: chudikone
25 იანვარი 2015 12:13
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩემი ახდენილი ოცნება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top