კოლუმბიელი ფორვარდის, რადამელ ფალკაოს აგენტმა ხორხე მენდეშმა ლუი ვან გაალი მისი კლიენტის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო დაადანაშაულა.
პრემიერ ლიგის დაწყებიდან თითქმის 5 თვეა გასული და რადამელ ფალკაომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში მოედანზე 90 წუთი მხოლოდ 2–ჯერ დაჰყო. პორტუგალიელი აგენტი დარწმუნებულია, რომ ვან გაალის წინამორბედი სერ ალექს ფერგიუსონი ფალკაოს გასამართლებელს უთუოდ იპოვნის.
"ძალიან გამიხარდებოდა და მერჩივნა თუ ფალკაოს სერ ალექს ფერგიუსონი გაწვრთნიდა. ფალკაო ისეთი კატეგორიის ფეხბურთელია, რომელსაც 90 წუთი თამაში აუცილებლად სჭირდება. თუ ეს ასე გაგრძელდა, მომავალში არ ვიცი რა მოხდება."–განაცხადა მენდეშმა