თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2015, 17:25
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1841,
კომენტარები: 10
ფორლანი: "ფალკაო დიდი ზეწოლის ქვეშაა"
ურუგვაელი ფორვარდი ფალკაოზე საუბრობს.
ფორლანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი დეიგო ფორლანი დარწმუნებულია, რომ რადამელ ფალკაო ჩვეულ თამაშს მალე აჩვენებს. ფორლანი აცხადებს, რომ მუხლის ტრავმის აღმოფხვრის შემდეგ ფალკაოზე ძალიან დიდი ზეწოლაა.

"იუნაიტედის" ექს-ფორვარდი დარწმუნებულია, რომ 28 წლის რადამელი მალე თავად ფორლანისთვის საუკეთესო მაგალითი იქნება. ურუგვაელის თქმით რადამელი ჯერ-ჯერობით ტრავმისგან სრულად არ განკურნებულა.

The National გაზეთის საკუთარ სვეტში ფორლანი აცხადებს: "მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ფალკაო დიდი ზეწოლის ქვეშ იყო. მისგან ძალიან სწრაფ დაბრუნებას ელოდნენ. გასული რამოდენიმე თვის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" – მსოფლიოში უდიდესი კლუბის მაისურით ფალკაომ ძალიან ცოტა მატჩი ჩაატარა. მისგან დიდ თამაშსა და ბრწყინვალე რეპუტაციას მოელოდნენ ახალ გუნდში. თუმცა ყველაფერი არ მიდის შეუფერხებლად. არავის შეუძლია სერიოზული ოპერაციის შემდეგ მალევე საუკეთესო თამაში წარმოაჩინოს. გამოჯანმრთელების შემდეგ რამოდენიმე თვის განმავლობაში ფეხბრუთელი რეზერვისტთა გუნდში უნდა თამაშობდეს და იქ უნდა აღიდგინოს ფორმა."

შეგახსენებთ,ფალკაოს გამოსყიდვა "იუნაიტედს" თითქმის 43 მლნ. ფუნტი დაუჯდება. ნაკლებად სავარაუდოა "იუნაიტედმა" მუდმივი კონტრაქტი გააფორმოს ისეთ მოთამაშესთან, რომელმაც თითქმის 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა და მას მომდევნო თვეს 29 წელი უსრულდება.

მოგეხსენებათ, დიეგო ფორლანი "იუნაიტედს" 2002 წელს შეუერთდა და ურუგვაელს მანჩესტერული კლუბისათვის პირველო გოლის გასატანად 22 მატჩი დასჭირდა.

ფორლანი: "ფალკაო დიდი ზეწოლის ქვეშაა"


შეიძლება ითქვას, რომ "იუნაიტედში" ურუგვაელმა ფეხი ვერ მოიკიდა და ორი წლის შემდეგ "ვილიარეალში" გადაბარდგა. მისი ესპანური კარიერა ნათელი ფერებით დაიწყო. "ვილიარეალიდან" ის მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა, სადაც დიეგო ევროპაში და კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. "ატლეტიკოდან" წასვლის შემდეგ ეს სტატუსი მადრიდში ახლად გადასულ კოლუმბიელ ფორვარდ რადამელ ფალკაოს ერგო.

"რადამელი გოლების გატანის ხარისხით დაჯილდოვებულია. მას აქვს კარგი ტექნიკა, ძალა, სისწრაფე და ბომბარდირის ინსტიქტი."

"მე თვითონ ფორვარდი ვარ და ვიცი, რომ კვირაში ორჯერ თამაში მას ძალიან უნდა. იჯარით გადასვლა ფეხბურთელს მეტ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას აკისრებს. როდესაც შენ იჯარით ერთი წლის განმავლობაში აგიყვანენ, თითქმის ყველა მატჩში გოლი უნდა გაიტანო. დარწმუნებული ვარ, რადამელი ამას გრძნობს. მას ამ გუნდში ფეხის მოსაკიდებლად დრო სჭირდება. ის ექსტრა კლასის მქონე ფეხბურთელია.
"- განაცხადა ფორლანმა

წყარო: Carrick.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: love united
24 იანვარი 2015 17:42
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ბურთი ვერ მიაქვთ ფალკაომდე და იასნა ვერ გაიტანს. არადა ძაან კარგად მოძრაობს და იხსნება.
0
№2
ავტორი: chudikone
24 იანვარი 2015 17:46
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ფალკაოსაც აქვს მინუსები, მთლად ეგრე არაა. მიიღებს თუ არა ბურთს ეგრევე კარისკენ ზურგით ტრიალდება და ეჯაჯგურება მცველებს და კორპუსს უდგავს, მერე პასი უკან და ეგარი, ვსო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: GeorgeBest
24 იანვარი 2015 18:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაც არ უნდა იყოს, რა მიზეზებიც არ უნდა ვასახელოთ ესეტი დონის ფორვარდს უფრო მეტი მოეთხოვება. ფალკაოა ასპასი ხო არა ბოლო-ბოლო

რაღაც მომენტებში ვაბშე არ უმართლებს კიდეც და ძაან მიტყდება. არამგონია დატოვონ, არადა ამისნაირ ფორვარდს რომ გაუშვებ მაგრად ტეხავს
0
№4
ავტორი: Best 7
24 იანვარი 2015 19:40
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Unda miawves falkaom da datoveben tu wavida gamitydeba ise magra
0
№5
ავტორი: pata
24 იანვარი 2015 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ბევრს მაზავს,ისე მონდომებულია ძაან
0
№6
ავტორი: RojoDiablo
24 იანვარი 2015 19:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
იმას ნამდვილად გრძნობს, რომ მისი დატოვება არ დატოვების საქმე მასზეა დამოკიდებული და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. სხვა საქმეა რა გამოსდის და როგორ უბამენ მხარს. სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ არის დრო და გვაჩვენებს საჩვენებელს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: pata
24 იანვარი 2015 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
იმედია დაიწყებს გოლების ჭედვას
0
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
24 იანვარი 2015 21:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
არ ვიცი ვის რა გონია ფალკაოზე და ვის რას ფიქრობს მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფალკაო იუნაიტედმა უნდა დაიტოვოს. ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელი ჩანს, არ ეზარება სირბილი, გადაადგილდება ფლანგებზე, კეტავს სივრცეებს, მოკლედ ბევრს იბრძვის. სრული სიმართლე თქვა ფორლანმა : არავის შეუძლია სერიოზული ოპერაციის შემდეგ მალევე საუკეთესო თამაში წარმოაჩინოს.
დრო და პასები უნდა და ბევრს გაიტანს. მჯერა... love
0
№9
ავტორი: DiMaria
25 იანვარი 2015 09:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შენ მაინც გაჯობებს დიეგო
0
№10
ავტორი: AkkRed
25 იანვარი 2015 09:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმედია გამოასწორებს თამაშს და დარჩება აქ მომავალ წელს კი აგუეროს და დიეგო კოშტას ბომბარდირობაში შეეჯიბრება და იმედს არ დაუტოვებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top