სად არის ლორან მათეუსი? სად არის ლორან მათეუსი? ჰაჰაჰა
ვფიქრობ, მისი შეცვლა შეცდომა იყო.
დიახ.
ბასლერით შეცვალეს ის არა? თუ შოლით?
არ მახსოვს.
მგონი, აქ უნდა დაგეძახა "ბურთი ჩემია!".
შენ ასე ფიქრობ?
კი და კუთხური იქნებოდა.
შესაძლოა. მიზანი იშვიათად მიიღწევა, როგორც გერმანელები იტყოდნენ. რას აკეთებ ამ მომენტში?
მე.... არეულობის შექმნას ვცდილობ. იცი, რას ვფიქრობ "ბაიერნზე" ამ მატჩში? თქვენ ისეთი ორგანიზებულები იყავით, ჩვენი უპირატესობა სტანდარტები უნდა ყოფილიყო, მაგრამ თითქმის არ გვაძლევდით შანსს. ერთი მომენტიც კი ვერ შევქმენით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ჩვენ 2 შეცვლა განვახორციელეთ, შემოვიდნენ შერინგემი და სულშერი, იორკიც მოედანზე იყო. ამ მომენტში მეც საჯარიმოში გავიქეცი და ამან არეულობა გამოიწვია. სწორედ ამ მომენტში დაუშვით პირველი შეცდომა.
ძალიან საინტერესოა. დარწმუნებული ვარ ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებდით იმ მომენტამდე, როდესაც ჰიცფილდმა შეცვლა განახორციელა. ლორან მათეუსის მაგივრად ტორსენ ფინკ ჩაერთო თამაშში, არ მახსოვს იყო თუ არ კიდევ შეცვლა, შესაძლოა მარიო ბასლერი... "იუნატედმა" ძალიან კარგად ისარგებლა იმით, რომ ჩვენ კონცენტრაცია დავკარგეთ. პიტერმა მითხრა, რომ ეს მათთვის ჩვეულებრივი რამაა - გამარჯვება ბოლო წუთებზე. რას ეძახით ამას?
ფერგის დრო.
ისინი ამას ეძახიან "ფერგის დროს".
ფერგის დრო პრემიერ ლიგის პირველივე სეზონში გაჩნდა. შეხედე კოლინას ამ ეპიზოდში, მან ყველა წამოგაყენათ...
ეს სასაცილოა. კოლინა მოვიდა და გვითხრა:"როგორ ხართ? კიდევ 4 წუთი იქნება". მგონი ეს შოლია.
მეც ასე ვფიქრობ.
გამოცდილი მებრძოლი მეჰმეთ შოლი.
ეს კი ეფენბერგია.
ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ამ მატჩიდან, რაც გამოგვადგა 2 წლის შემდეგ მოგებისას.
ჩვენთვის კი ეს იყო დაუჯერებელი მომენტი. უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში: ჩვენ სახლში ვეთამაშეთ "ტოტენჰემს" და მოვიგეთ პრემიერ ლიგა. ბოლო მომენტამდე გვებრძოდა "არსენალი", თუ ჩვენ დავმარცხდებოდით, სწორედ ისინი გახდებოდნენ ჩემპიონები, თუმცა "დეზები" დავამარცხეთ. 2-1.
ტრებლი მოიპოვეთ, ხომ მართალია?
კი. 6 დღის შემდეგ მოვიპოვეთ ინგლისის თასი. სამი დღის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგა. ამიტომ ჩვენთვის...
ოი! ეს მე ვარ? არა არა.
კი, ეს შენ ხარ.
უი!
ეს შენ იყავი. რას აკეთებდი? ჩვენთვის ეს იყო საუკეთესო მომენტი. ჩემთვის.... ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში. პირადად ჩემთვის დაუვიწყარი დღეა.
საინტერესოა. 2 წლის შემდეგ ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და იყო მომენტი....
რას აკეთებ? რას მიკეთებ აქ მე?
ბოდიში. მწყობრიდან ვიყავი გამოსული.
ნამდვილად.
ჩემს თავს არ ვგავდი.
ძალიან გამიხარდა, 2 წლის შემდეგ თქვენი გამარჯვება. ასე რომ არ მომხდარიყო ძალიან არასასიამოვნო იქნებოდა.
უსიამოვნოა 1999 წლის ფინალის ნახვა.
თუმცა, თუ დაფიქრდები... თქვენ, გერმანელები, მუდამ ასე იქცეოდით სხვა გუნდების წინააღმდეგ. წლების განმავლობაში აკეთებთ ამას. "ბაიერნი" ასე იქცეოდა 70-იან წლებშიც, როცა მე პატარა ვიყავი. მე ვქომაგობდი გერმანიის ნაკრებს და თქვენ ყოველთვის ბოლო წუთებზე აღწევდით წარმატებას. თუმცა ამჯერად, ეს ჩვენ გავაკეთეთ თქვენს მაგივრად.
ერთი საინტერესო ფაქტი. უეფას ყოფილი პრეზიდენტი ლენარტ იოჰანსონი 82-ე ან 83-ე წუთზე ტრიბუნიდან გავიდა და დაჯილდოების ცერემონიისთვის მზადებას შეუდგა. მაშინ ანგარიში იყო 1-0 , ხოლო როცა დაბრუნდა 1-2. მას უთხრეს:" მისტერ იოჰანსონ, თქვენ თასი უნდა გადასცეთ "იუნაიტედს" და არა "ბაიერნს"." მან ორივე გოლი გამოტოვა და გაკვირვებული იდგა.
ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი "იუნაიტედის" მაისურით, ოჯახი და მეგობრები ტრიბუნაზე, სწორედ იმ მხარეს იჯდნენ, საიდანაც დევიდ ბექემი აწვდიდა კუთხურს. მატჩის შემდეგ მათ მიამბეს თუ რა ხდებოდა, არ სჯეროდათ რაც ნახეს. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ იმდენად ექსტაზში იყო სიხარულისგან, რომ მოედანზე აღმოჩნდა თავის და უნებურად.
იცი ყველაზე მეტად რა მიკვირს ამ მომენტში? არა ის რომ, მე ნახტომებს ვაკეთებ გატანილი გოლის შემდეგ, არამედ ის რომ ეს არის გადაღბული, ამის ვიდეო არსებობს! რას აკეთბს რეჟისორი? ის კამერას ჩემკენ ატრიალებს და არა გატანილი გოლის ავტორისკენ. არ მეგონა, რომ ასეთი რამის გაკეთება შემეძლო.
სიმართლე გითხრა ეს მომენტი ვერ შევამჩნიე. ვერაფერს ვერ ვხედავდი იმ დროს.
ასეთი რამ ოდესმე გაკეთბული გაქვს?
არა.
არც გიცდია?
არც კი მიცდია.
არასდროს?
არა, არ შემეძლო ამის გაკეთბა.
კარგი რა, როცა პატარა იყავი....
არასაკმარისდა ელასტიური ვარ, აუცილებლად ტრავმას მივიღებდი.
ტანვარჯიშით არასდროს დაკავებულხარ?
იშვიათად.
გასაგებია.
ბოდიბილდინგით უფრო ვიყავი გატაცებული. კადრში გამოჩნდნენ "ბაიერნის" ფეხბურთელები, რომლებიც მინდორზე იწვნენ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით ბოლო წუთბში. გავუშვით, რადგან დავკარგეთ კონცენტრაცია. უბრალოდ ყურები ჩამოვყარეთ. იყო დრო გასათანაბრებლად. ეს სასაცილოა, მაგრამ 2 წლით ადრე ბუნდესლიგა 94-ე წუთზე მოვიგეთ. სამი წლის შემდეგ კი მსგავი გამრჯვება ჩემპიონთ ლიგაშიც მოვიპოვეთ, სწორედ ამიტომ ვუყურებ ასეთი ემოციებით 99 წლის ფინალს.
რაც შეეხება "იუნაიტედის" გულშემატკივარს, ისინი უბრალოდ ფენომენალურები არიან, 99 წლის ფინალის შემდეგ ჩვენ სასტუმროსთან მოვიდნენ და სწუხდნენ ჩვენი მარცხის გამო. ხოლო როცა "ოლდ ტრაფორდზე" ვითამაშეთ მაშინ უფრო მეტად ვიგრძენი მათი სიდიადე.
ასე ხდება ინგლისში, ისინი მოწინააღმდეგეს პატივს სცემენ.
გერმანიაში ასეთი რამ არასდროს მოხდება.
შენ ასე ამბობ, მაგრამ არ დაგეთანხმები. როდესაც ვითამაშეთ გერმანიაში, ფინალამდე 2 წლით ადრე "დორტმუნდის" წინააღმდეგ და ის მატჩიც 2-2 დასრულდა, გულშემატკივარმა ჩვენც ტაშით გაგვაცილა.
დორტმუნდში განსაკუთრებული ფანები არიან.
სტატიები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.