"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა აღიარა, რომ ერთ დროს იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" არგენტინელი ვინგერის, ანხელ დი მარიას შეძენით იყო დაინტერესებული.
"ჩვენ დი მარიას შეძენა გვინდოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის 17 წლის გახლდათ. გვქონდა შესაძლებლობა იგი სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვეყვანა. ჩვენ მის ინგლისში გადმოყვანას ვაპირებდით, თუმცა თავად არგენტინელმა პორტუგალია-ესპანეთის მარშრუტი აირჩია. რატომ? მან ვერ მიიღო ინგლისში თამაშის უფლება."
"ჩვენ ინგლისში მისი უფასოდ გადმოყვანა შეგვეძლო. ახლა ხედავთ, რომ დი მარიას სანაცვლოდ ინგლისურმა კლუბმა უზარმაზარი თანხა გადაიხადა." - განაცხადა ვენგერმა