ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა ტალანტის, პოლ პოგბას აგენტმა განაცხადა, რომ იანვარში მისი კლიენტი იტალიურ კლუბს არ დატოვებს, თუმცა არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა ფრანგი ზაფხულში გადაბარგდეს.
"პოლი იანვარში "ბიანკონერის" არ დატოვებს, მაგრამ შესაძლოა მან კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიცვალოს. მე დიდი ხანია, ფეხბურთთან კავშირი მაქვს და ვიცი, რომ გრძელვადიანი გეგმები კარგი საქმე არ არის. დღესდღეობით პოლი ერთ-ერთი ძვირადღირებული ფეხბურთელია. მისი შეძენით ძალიან ბევრი მაღალი დონის კლუბი ინტერესდება."
"პოლს არ სძულს "მანჩესტერ იუნაიტედი", პირიქით, ამ კლუბზე იგი თბილად საუბრობს და "იუნაიტედთან" მხოლოდ საუკეთესო მოგონებები აკავშირებს."- განაცხადა რაიოლამ skysports.com-თან ინტერვიუში