თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2015, 10:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1731,
კომენტარები: 6
კერიკი: "სიხარულის მიზეზიც გვაქვს"
კერიკი მატჩის შემდგომ.
კერიკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია "კემბრიჯთან" მატჩით, მაგრამ მისი გუნდი ჯერ კიდევ მონაწილეობს ინგლისის თასზე, რაც მის კმაყოფილებას იწვევს.

"აქ მოსაგებად და მომდევნო რაუნდში გასასვლელად ჩამოვედით, მაგრამ პატივისცემა "კემბრიჯს", მათ ძალიან გაგვირთულეს დავალება. პირველი ტაიმი ძალიან რთული იყო, საკუთარი თავი საუკეთესო მხრივ ვერ წარმოვაჩინეთ, მაგრამ ვფიქრობდი, მეორე ტაიმში ცოტათი უკეთესი ვიქნებოდით და შანსებს შევქმნიდით."

"სხვა დღეს გამარჯვებას მოვახერხებდით. სამწუხაროა, რადგან გასვლა გვინდოდა, მაგრამ ამავდროულად ინგლისის თასზე კვლავ ვთამაშობთ - გადათამაშება უნდა ვითამაშოთ."
- განაცხადა კერიკმა.

როცა ჰკითხეს, რატომ ვერ მოახერხა "იუნაიტედმა" მეორე ლიგის გუნდის დამარცხება, მან უპასუხა: "რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უამრავი სახის კითხვა დასვათ იმის შესახებ, თუ რატომ ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს ინგლისის თასია. გვინახავს აქ მანამდე მომხდარი ამბებიც."

"მათ საქმე გაგვირთულეს, საჯარიმოს კარგად იცავდნენ და თანაც მრავალრიცხოვანი ხალხით"


მოწინააღმდეგის შექების ფონზე კერიკმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მომდევნო მატჩში უფრო მეტი სიმწვავე უნდა აჩვენოს.

"ყოჩაღ "კემბრიჯს", ისინი შესანიშნავად იცავდნენ თავს. უკეთესად უნდა ვითამაშოთ და როცა შანსებს შევქმნით, ის უნდა გამოვიყენოთ." - დაასრულა მაიკლმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
24 იანვარი 2015 10:26
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კემბრიჯის დონის გუნდებს ვერ ვუტანთ გოლებს და სხვასთან რას ვიზამთ მთლად ://
0
№2
ავტორი: RojoDiablo
24 იანვარი 2015 10:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაგრამ ამავდროულად ინგლისის თასზე კვლავ ვთამაშობთ


ამის იქით უფრო სერიოზული გუნდები მოდის და თუ ასე გააგრძელებთ, ვეღარც მაგით გავიხარებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
24 იანვარი 2015 11:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამის იქით უფრო სერიოზული გუნდები გახსნილად ითამაშებენ.და შანსიც გვექნება 4-4-2ზე
0
№4
ავტორი: chudikone
24 იანვარი 2015 12:29
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ლივერპულმა გადაახია ბურთი თავზე ჩელსის და ჩვენ კემბრიჯს ვერ ვუგებთ derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: GeorgeBest
24 იანვარი 2015 15:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გვიხარია, კიდე კაი გოლი არ გაგვიტანეს თორე ხო გამოვვარდებოდით. ძლიერი გუნდია კემბრიჯი და კაია ფრე რო გავათრიეთ good2
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
24 იანვარი 2015 16:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იგივე სტილის თამაში იქნება მანჩესტერში, თითქმის დარწმუნებული ვარ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top