თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2015, 06:44
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2604,
კომენტარები: 9
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ჰოლანდიელის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა "კემბრიჯ იუნაიტედთან" (0:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ყველაფერი მისი გუნდის წინააღმდეგ იყო.

მიუხედავად მეორე ტაიმში უპირატესობისა, "იუნაიტედმა" გამარჯვება ვერ შეძლო და მალე "ოლდ ტრაფორდზე" ამავე მეტოქესთან მეორე მატჩსაც გამართავს.

ვან გაალის თქმით ყველაფერი მისი გუნდის წინაამდეგ იყო: ცუდი ხარისხის გაზონი, მსაჯი და ექსტრემალურ განწყობაზე მყოფი "კემბრიჯი".

"ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო. გაზონი ძალიან ცუდი ხარისხის გახლდათ, ჩვენ მოთამაშეებს ასეთ მოედანზე თამაში გაუჭირდათ, რამაც ჩვენ სათამაშო სტილზე დიდი გავლენა მოახდინა. ასეთ მდგომარეობაში ცხადია მასპინძლები უკეთ თამაშობენ. გარდა ამისა შევხედოთ არბიტრსაც- არაფერი შეიცვალა. ასეთი ტიპის მატჩებში მსაჯები ერთნაირები არიან."

"სამწუხაროა, რომ ჩვენ შესვენებაზე უნდა მოგვეცადა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენი თამაში მოგვეწონა. სამწუხაროდ ჩვენ გოლის გატანა ვერ მოვასწარით. ჩვენ მოწინააღმდეგე კლუბს პატივი უნდა ვცეთ. "კემბრიჯმა" ძალიან კარგად და ორგანიზებულად ითამაშა. ისინი ბოლომდე იბრძოდნენ და შესაძლოა გოლიც კი გაეტანათ ჩვენთვის."

"ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ასოციაციის თასზე ასპარეზობას გავაგრძელებთ. კარიერის მანძილზე არაერთხელ მინახავს თუ როგორ მარცხდებოდნენ დიდი კლუბები "კემბრიჯის" დონის გუნდებთან. "
-განაცხადა ვან გაალმა

ასევე ვან გაალმა განაცხადა, რომ ხუან მატასა და უეინ რუნის, რომლებიც გუშინდელ თამაშში განაცხადშიც არ იყვნენ, მან დასვენების საშუალება მისცა.

წყარო: Fapl.ru
პრესკონფერენცია
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 იანვარი 2015 09:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გაზონიო areyoukiddingme სხვა თუ არაფერი "ოლდ ტრაფორდს" აქვს კარგი გაზონი და ის მაინც ნუ აცამტვერებ ყველას. ამ გუნდს სახლში უნდა მოვუგოთ და სხვა არ ვიცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Rosso Diavolo
24 იანვარი 2015 10:26
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გაზონი არა კარგ მოედანზე ხომ ანგრევ ეხლა მსოფლიოს ყველა კლუბს -_-
0
№3
ავტორი: LizarD
24 იანვარი 2015 10:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
გაზონი ძალიან ცუდი ხარისხის გახლდათ, ჩვენ მოთამაშეებს ასეთ მოედანზე თამაში გაუჭირდათ

კემბრიჯის მოთამაშეებს პასი მინდორზე არ გაუკეთებიათ, სულ ჰაერში ათამაშებდნენ. ნორმალურად მაინც გაიმართლე თავი :/
0
№4
ავტორი: AkkRed
24 იანვარი 2015 11:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მოიფიქრა ამანაც რაღაც რა
0
№5
ავტორი: chudikone
24 იანვარი 2015 12:21
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
წადი რა თავი ჩამოიხრჩე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: GeorgeBest
24 იანვარი 2015 15:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოლდ ტრაფორდზე მძიმე ბრძოლაში დავამარცხებთ და ეგაა wink
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
24 იანვარი 2015 16:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
რატო წუწუნებს? რაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა ითამაშოს ამ ორმა კლუბმა, მანჩესტერმა კემბრიჯი ყოველთვის უნდა დაამარცხოს და ეს კიდე გამომდგარა აქ და წუწუნებს. ვნახოთ ეხლა მანჩესტერში რას იზავს რა...
0
№8
ავტორი: dachi_mu
24 იანვარი 2015 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ragac dzaan echvi mmepareba amis svarkis yureba mflobelebs siamovnebdes... Karoche tamashs ver vuyure ra iseti amazrzeni xarisxi aqvs gunds... Da balaxis brali iyoo..meore ligis gunds ro or moments sheuqmnii raa.kide kai ar tqva burtis flobashi vjobdito
0
№9
ავტორი: Best 7
24 იანვარი 2015 19:34
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ara raa saxlshi erti 5-0 unda mougot
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top