დღეს, ინგლისის თასის მე-4 რაუნდის შეხვედრაში "კემბრიჯ თაუნი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიღებს. კემბრიჯის 34 წლის მოქალაქე, ლუკ ჩედვიკი ყველაფერს გააკეთებს, რათა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში მოახერხოს. მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ლუკ შოუ და რობინ ვან პერსი სათამაშოდ მზად არიან, ხოლო ჯონი ევანსი, ეშლი იანგი და კრის სმოლინგი გუნდს ვერ დაეხმარებიან.
სტადიონი: "ებბი", კემბრიჯი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-4 რაუნდი
თარიღი: პარასკევი, 23 იანვარი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: კრის ფოი
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)შემადგენლობა:ძირითადი: De Gea, Jones, Rojo, Blind, Valencia, Carrick, Fellaini, Januzaj, Di Maria, Wilson, Falcao
სათადარიგო: Valdes, McNair, Rafael, Shaw, Fletcher, Herrera, van Persie