თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2015, 17:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2488,
კომენტარები: 7
"ნამდვილი მანკუნიანელი სკაუზერებს ვერ იტანს"
გარი ნევილი "ლივერპულის" შესახებ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მცველი, გარი ნევილი, რომელიც ახლა კომენტატორად და საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, ალბათ ყველას გემახსოვრებათ "ლივერპულისადმი" მისი სიძულვილის გამო.

სკაუზერებს კარგად ახსოვთ ნევილის აღნიშვნა მათ თვალწინ.



თუმცა გარისაც ახსოვს მატჩი, რომელიც მას პირდაპირ ეთერში მიყავდა და მისი ყოფილი გუნდის განადგურება მოსისხლე მტრის წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" იხილა.

"გასულ სეზონში "ლივერპულის" წინააღმდეგ უკანასკნელ მატჩში, როცა ჯერ კიდევ დევიდ მოიესი წვრთნიდა "იუნაიტედს", ჩემი კომენტატორობისას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში შეამჩნევდით, რამდენად გაბრაზებული ვიყავი. ჩემს ხმაში რისხვის მსუბუქი გამოვლენა შეიმჩნევა, ნამდვილად უკმაყოფილი ვარ. ვბრაზდები, რადგან ძალიან გახსნილად ვთამაშობდით. 4-4-2 სქემით "ლივერპულის" წინააღმდეგ, რომელიც იმ დროისათვის ყველას ერთი მეორის მიყოლებით არბევდა."

"წელს კი მთელი ძალებით ვცდილობდი ემოციების შეკავებას, რადგან ფიზიკურად თამაშზე ვიმყოფებოდი, რუნის გოლი გააქვს, შემდეგ მეორე გოლიც გადის და ვხვდები, რომ ხალხი მომავალი ნახევარი საათის განმავლობაში სიხარულით იხტუნებს. სწორედ ასეთი თამაშები მიყვარს. 3:0 "ლივერპულის" წინააღმდეგ, როცა ჯერ კიდევ ნახევარი საათია სათამაშო დრო - საფეხბურთო სამოთხე გგონია. უბრალოდ შენი მტრის ჭირისუფალს კუბოსთან უერთდები, რომელიც შენსავე მოედანზე დამარხე. არსებობს მატჩები, რომლებიც როგორც ფეხბურთელს გიყვარდება, როცა ხალხის სიხარულის შეგრძნებისგან ტანში ჟრუანტელი გივლის, მაგრამ შემდეგ პროფესიონალურ საქმეს უბრუნდები და იხსენებ რისი მოსმენა სურს ხალხს, ვინც სახლში დარჩა.

"უნდა გახსოვდეს, რომ ქვეყანაში "იუნაიტედის" უამრავი ქომაგია, მაგრამ ყველას არ აინტერესებს იმის მოსმენა, რამდენად კარგები არიან ბიჭები. მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, რამდენად კარგად ან ცუდად ითამაშა მათმა გუნდმა. ეს არის ჩარჩო, რომელშიც საკუთარ თავს ვსვამ. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "სტოკ სიტის" მატჩი, დამოუკიდებლად იმისა, საშინაოა ის თუ გასვლითი, რთულად წასაყვანი არ არის. მაგრამ თუ "იუნაიტედი" "სიტის" ან "ლივერპულს" ხვდება, ორივე მეტოქესთან მიმართებაში ემოციების კონტროლი უნდა ისწავლო. თუ ვმარცხდებით, უნდა გავიგო სად გავჩერდე, რათა აღგტკინებული ქომაგის ისტერიკაში არ მოვექცე. თუ ვიგებთ, ზედმეტი სიხარული უნდა შევწყვიტო."


გარი ნევილს ქომაგმა შემდეგი ჩანტი მიუძღვნა: "გარი ნევილი - მანკუნიანელი, მანკუნიანელი, მანკუნიანელი. გარი ნევილი - ნამდვილი მანკუნიანელი, ის ვერ იტანს სკაუზერებს."

"ყველამ იცის ვინ არიან "ლივერპულის" ფანები და სიტყვა "სიძულვილი" ძალიან მყარია, მაგრამ მირჩევნია იმას, რასაც ეს სიტყვა აღნიშნავს, იუმორით მივუდგე. ეს მხოლოდ ფეხბურთის ნაწილია და ქომაგებმა ეს სიმღერა ჩემთან მიმართებაში განსაკუთრებულად აქციეს. ვფიქრობ, სამართლიანია. არ ღირს გულ-ხელდაკრეფილი ჯდომა და პასუხისთვის ლოდინი, ამიტომ ჩემის მხრივ, ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო რეაციას, რომელსაც ეს ტექსტი იწვევს.

მომწონს თუ არა ეს ჩანტი? რა თქმა უნდა, ქომაგები ჩემს სახელს 20 წელიწადზე მეტია მღერიან."
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
24 იანვარი 2015 17:14
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ჩემი კომენტატორობისას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში შეამჩნევდით, რამდენად გაბრაზებული ვიყავი. ჩემს ხმაში რისხვის მსუბუქი გამოვლენა შეიმჩნევა, ნამდვილად უკმაყოფილი ვარ. ვბრაზდები, რადგან ძალიან გახსნილად ვთამაშობდით.


გარიი <3

ალბათ ეხლა ვან გაალი გამწარებს ;დდ

0
№2
ავტორი: RojoDiablo
24 იანვარი 2015 17:21
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
უბრალოდ შენი მტრის ჭირისუფალს კუბოსთან უერთდები, რომელიც შენსავე მოედანზე დამარხე


ეს უფრო იმ კუბოს ამოთხრა იყო, რომელშიც შარშან ჩააწვინა ლივერპულმა იუნაიტედი. შური გვქონდა საძიებელი და მივაღწიეთ მიზანს. სიტისთანაც გვინდა იგივე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
24 იანვარი 2015 17:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ენფილდზე გავანადგუროთ და გულს მოვიფხან ♥♥♥
0
№4
ავტორი: love united
24 იანვარი 2015 17:53
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
gary neville is a red,is a red,is a red
he hates scousers love
0
№5
ავტორი: GeorgeBest
24 იანვარი 2015 18:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
3:0 "ლივერპულის" წინააღმდეგ, როცა ჯერ კიდევ ნახევარი საათია სათამაშო დრო - საფეხბურთო სამოთხე გგონია


ძალიან მაგარი იყო! ერთი სიტისთანა გვინდა რევანში და ეგაა wink ოლდ ტრაფორდზე მოსაგებად ყველაფერი უნდა გააკეთონ
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
24 იანვარი 2015 21:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დამბრუძგლა დედას გეფიცები request
0
№7
ავტორი: DiMaria
25 იანვარი 2015 09:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მაგარი კაცი. აზრზე ვარ რას იყვირებდა. მე ვყვიროდი აქ და
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top