"ვესტ ბრომვიჩის" მწვრთნელმა ტონი პულისმა განაცხადა, რომ მისი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი ნახევარმცველის დარენ ფლეთჩერის გადაწყვეტილებას ელოდება.
ალბათობა იმისა, რომ 30 წლის ნახევარმცველი "ოლდ ტრაფორდს" იანვარში დატოვებს დიდია. ავადმყოფობის შემდეგ, მან აგვისტოს დასაწყისში მხოლოდ ერთი დღე გამოტოვა. როგორც პრესაში წერენ, შოტლანდიელის შესაძენად ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ერთმანეთს "ვესტ ბრომვიჩი" და "ვალენსია" დაუპირისპირდებიან.
პულისმა განაცხადა, რომ იგი დარენს უკვე ესაუბრა. ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული.
"ჩვენ დარენთან დიდხანს ვისაუბრეთ და კარგადაც გავიცანით. ტრანსფერის განსახორციელება გუნდზეც არის დამოკიდებული. არ ვიცი რას ფიქრობს ამ ტრანსფერზე კლუბი. შესაძლებელია "იუნაიტედს" სხვა ვარიანტიც აქვს."
"ის ფანტასტიური ფეხბურთელია. მისი შეძენით ნამდვილად ვინტერესდებით. ახლა უკვე თავად მასზეა დამოკიდებული. მან უნდა გადაწყვიტოს სად სურს თამაში."-განაცხადა პულისმა