"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ახსნა, თუ რატომ ამჯობინებს ბოლო პერიოდში დი მარიას თავდამსხმელის პოზიციაზე და არა ნახევარდაცვაში.
არგენტინელი ფეხბურთელი უკანასკნელ ორ მატჩში მეორე თავდამსხმელის როლს ითავსებდა, პირველ შემთხვევაში "სტოკ სიტის" წინააღმდეგ ვან პერსის გვერდით, ხოლო მეორე მატჩში ქპრ-ს წინააღმდეგ მატჩში რადამელ ფალკაოს გვერდით.
ვან გაალმა განაცხადა, რომ დი მარიას უნარები მას ნებისმიერ პოზიციაზე აძლევს თამაშის საშუალებას და მიაჩნია, რომ მისი სიმწვავე მოწინააღმდეგის დაცვის გასარღვევად საკმარისი იქნება.
"4-4-2 სქემაში ის მარცხენა ნახევარმცველად თამაშობდა, მაგრამ 3-5-2 სქემაში ვერ ითამაშა, რადგან ტრავმა ჰქონდა."
"შემდეგ ის დაბრუნდა და თავდასხმაში დავაყენე, რადგან ამ პოზიციაზე სიმწვავე გვჭირდება. ჩვენ მოედანი უნდა გავწელოთ - ეს თავდამსხმელისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია. ასეთ შემთხვევაში მოედანს აფართოვებ და შენი გუნდის ნახევარმცველები უფრო დიდ სივრცეზე მოქმედებენ, სადაც ბურთს უკეთ ფლობენ."
"ასე რომ, მე ეს ვცადე - ასეც უნდა მოვქცეულიყავი, რადგან სეზონის დასაწყისში, როცა დი მარია შემოგვიერთდა მომზადება არ გაგვილია."
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეები კომფორტულად გრძნობენ თავს. მინდა უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს, მაგრამ ჩვენ სწორედ ის უნდა ვაკეთოთ, რასაც სეზონის დაწყების წინ ვამზადებდით."
"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მატჩის მოგებაც, მაგრამ პრემიერ ლიგაში ეს შეუძლებელია. შესანიშნავი შედეგი გვქონდა. "საუთჰემპტონთან" მატჩის გარდა, რა თქმა უნდა, და ასეთი შედეგებით მოხარული ვარ." - განაცხადა ვან გაალმა.