თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2015, 15:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2796,
კომენტარები: 8
სქოულზი: "გასახდელში ფერგიუსონიც კი აკაკუნებდა"
პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
სქოულზი:
არ ვეძებ გუნდების მატჩის შემდგომ ფოტოებს Instagram-ზე, მაგრამ ხანდახან მაჩვენებენ ან გაზეთში ვპოულობ. რა უნდა ვთქვა ამ ფენომენზე? მაინც არასწორია.

კვირას "არსენალმა" "მანჩესტერ სიტი" 0-2 დაამარცხა, აარონ რემზიმ Instagram-ზე გასახდელში გადაღებული ფოტო დადო, მაგრამ მითხრეს, მხოლოდ მას არ გაუკეთებია ეს. ჩემ დროს გასახდელი წმინდა ადგილი იყო. ერთადერთი შემთხვევა, როცა იქ სურათის გადაღების უფლება გვეძლეოდა - თასის მოგება იყო. მაგრამ თუ არ ვცდები, "არსენალმა" მხოლოდ სამი ქულა მოიგო და არა ჩემპიონთა ლიგა.

თუ გსურთ გაიგოთ რამდენად მნიშვნელოვანი იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი ყოფნის დროს გასახდელის ხელშეუხებლობა, ამაზე დაფიქრდით: შემოსვლამდე სერ ალექს ფერგიუსონიც კი აკაკუნებდა. გასახდელი მხოლოდ ფეხბურთელებისთვისაა. ამ წესს "ოლდ ტრაფორდზე" პატივს სცემდნენ.

"იუნაიტედში" ჩემი ყოფნის ბოლო წლებში გუნდის ერთ-ერთმა ახალწვეულმა გასახდელში გადაღებული ფოტო Instagram-ზე თუ Twitter-ზე დადო. მის სახელს არ დავასახელებ - ეს შეეწინააღმდეგებოდა წესს იმის შესახებ, რაც კულისებს მიღმა რჩება. თავად განსაჯეთ - სერ ალექსი გაბრაზდა და ამ ფეხბურთელს ასეთი რამ აღარ გაუკეთებია.

როცა ტოპ-კლუბში თამაშობთ, როცა დიდი ზეწოლა გაქვთ, გუნდის თამაშს კი მიკროსკოპით აკვირდებიან, განმარტოება აუცილებლად გჭირდებათ. პუბლიკის თვალისგან შორს უნდა იმყოფებოდეთ, სადაც მოთამაშეები გულწრფელები იქნებიან და სადაც, თუ საჭირო გახდება, სერიოზული საუბარი შედგება. აი რა უნდა შეინარჩუნოს გუნდმა. გასახდელის ფოტოები, რომელსაც მთელს მსოფლიოს უჩვენებენ, საქმეს არ ეხმარება.

თანაც, თუ თასი არ მოგიგიათ, რით უნდა დააინტერესოთ ადამიანი, რომელიც ფოტოს უყურებს?

მატჩში გამარჯვებაზე ფიქრით ძალიან დაკავებული ვიყავით, ასე რომ მოწინააღმდეგეს ვერ ვაწყენინებდით.

კრიკეტში შეურაცხყოფის მიყენება ისევ წინა პლანზე წამოიწია - მხედველობაში დევიდ უორნერისა და როჰიტ შარმის კონფლიქტი მაქვს. მიყვარს კრიკეტის ყურება და თამაში, მაგრამ მოწინააღმდეგისთვის შეურაცხყოფის მიყენება ველურობად მეჩვენება. "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნის მთელი დროის განმავლობაში არც ერთხელ არ გვიცდია მოწინააღმდეგის დამცირება ან მისთვის იმის თქმა, რომ ჩვენზე დაბლა დგანან.

ეს ჩვენი სტილი არ იყო. იმდენად გვსრუტავდა გამარჯვების წყურვილი, რომ არასდროს გვიგრძვნია ოპონენტისთვის იმის გაცხადება, თუ რამდენად კარგები ვიყავით და მათზე რამდენად ცუდი წარმოდგენის ვართ. როგორც კრიკეტის ქომაგმა, უნდა შევნიშნო, რომ მოედანზე ჩხუბი სასაცილოდ გამოიყურება - მაგალითად, შეინ უორნი იენ ბელას ყოველთვის "შერმინატორს" ეძახდა, როცა ის მოედანზე გადიოდა.

ვფიქრობ, კრიკეტი - არის სპოტის სახეობა, რომელიც ემოციების ასეთ გამოვლენას მიეჩვია. მაგრამ ყველა მნიშვნელოვან მატჩში, რომელში მონაწილეობაც მიმიღია, თუნდაც ყველაზე დაძაბულ მომენტებშიც კი არ მომსვლია თავში აზრად მოწინააღმდეგის საქმითა და სიტყვით დამცირების საშუალებით უპირატესობა მომეპოვებინა.

ჟინოლა "იუნაიტედში" კარგი იქნებოდა

არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ვერ წარმომიდგენია უფრო ცუდი რამ, ვიდრე ფიფა-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე კამპანიის ჩატარება და ქვეყნებში ტური იმ მიზნით, რომ ხმის მიცემისას მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ დავიდ ჟინოლამ ყველა მომხრე და მოწინააღმდეგე არაფრად ჩააგდო და გადაწყვიტა, რომ ეს ამად ღირს.

ჟინოლა შესანიშნავი ფეხბურთელი იყო. შეეძლო ორივე ფეხით ერთნაირად კარგად ეთამაშა და ნებისმიერი ვინმე მოეტყუებინა. არ მახსენდება მისით "იუნაიტედი" ოდესმე დაინტერესებულიყოს, მაგრამ ჩვენს გუნდში კარგი იქნებოდა. ვფიქრობ, სერ ალექსი მისგან უფრო დაცვითი ფუნქციების ფეხბურთელს შექმნიდა. მაგრამ მიუხედავად მისი დონისა, ჯერ კიდევ მიკვირს, რომ საფეხბურთო ჟურნალისტების ასოციაციამ საუკეთესო ფეხბურთელად ის დაასახელა, როცა ტრებლი ჩვენ მოვიგეთ. მეტი რაღა უნდა გაგვეკეთებინა?

წყარო:carrick.ru
სქოულზის გრაფა
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2015 15:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თუ გსურთ გაიგოთ რამდენად მნიშვნელოვანი იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი ყოფნის დროს გასახდელის ხელშეუხებლობა, ამაზე დაფიქრდით: შემოსვლამდე სერ ალექს ფერგიუსონიც კი აკაკუნებდა. გასახდელი მხოლოდ ფეხბურთელებისთვისაა. ამ წესს "ოლდ ტრაფორდზე" პატივს სცემდნენ.


რაღა უნდა დაამატო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
23 იანვარი 2015 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მაგრამ თუ არ ვცდები, "არსენალმა" მხოლოდ სამი ქულა მოიგო და არა ჩემპიონთა ლიგა.


რა ქნან პოლ მასე ხშირად კი ვერ იგებენ თასებს, რომ მოიცადონ. სადაც ასწრებენ იქ იღებენ ეს საწცენზურაბი
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
23 იანვარი 2015 16:02
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ეს სხვაზე ლაპარაკობს და ჩვენი ფეხბურთელებიც არ არიან გასახდელში სურათებს გადაღებით სხვა ნაკლებები
0
№4
ავტორი: AkkRed
23 იანვარი 2015 16:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გიგზის დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაგრამ ჩემის აზრით სქოულზი რომ ყოფილიყო გიგზის ადგილას უფრო სხვანაირი ლუის ვან გაალს ვიხილავდით თავისი ტაქტიკასთან ერთად.
0
№5
ავტორი: Gvantsaa
23 იანვარი 2015 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
3 ქულა ყველასთვის მნიშვნელოვანია,მათ შორის არსენალისთვის.იუნაიტედის ფეხბურთელებიც იღებენ ფოტოებს "გასახდელში".
0
№6
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2015 16:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
რა უნდა ექნა პოლს? ის თავისი ბლოკნოტი დაეხია, რომ აღარ ჩაეხედა შიგნით? ვან გაალი არავის არ უსმენს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
23 იანვარი 2015 17:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

რას უზავდა და კარგს არაფერს winked ჩაწიხლავდა
0
№8
ავტორი: Best 7
23 იანვარი 2015 18:06
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Chvenebic igheben suratebs gasaxdelshi sxvaze rom AR vtqvat!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top