თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2015, 15:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2442,
კომენტარები: 6
ჩედვიკი ყოფილ გუნდს სიურპრიზს უმზადებს
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი წარმატების მოლოდინშია.
ჩედვიკი ყოფილ გუნდს სიურპრიზს უმზადებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ლუკ ჩედვიკი, რომელიც ამჟამად "კემბრიჯის" რიგებში თამაშობს, იხსენებს თუ როგორ შეხვდა კენჭისყრის შედეგს და როგორ ემზადება მისი გუნდი მომდევნო მატჩისთვის.

"კენჭისყრის დროს დედაჩემი თმას მჭრიდა და თავში მხოლოდ ორი ნომერი მიტრიალებდა - "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "კემბრიჯ იუნაიტედის" ნომრები. როცა კენჭისყრა შედგა, მთელმა სახლმა ყურები დაცქვიტა." - განაცხადა ლუკმა.

ჩედვიკს "იუნაიტედში" 2000 წლიდან 2004 წლამდე 39 მატჩი აქვს ჩატარებული. 2001 წელს ისეთი თანაგუნდელების გვერდით თამაშობდა, როგორიც როი კინი, დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი და რაიან გიგზი არიან, რომლებთან ერთადაც ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა. მაგრამ ლუკს ესმის, რომ ახლა სულ სხვა "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება და ქომაგების მხარდაჭერის ფონზე წარმატების მიღწევის იმედი აქვს.

"დღევანდელ კლუბში ჩემი დროიდან მხოლოდ გიგზი შემორჩა. დარენ ფლეთჩერი მაშინ ახალად იკიდებდა ფეხს პირველ გუნდში.

საკმაოდ კარგი შანსები გვაქვს, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგის გარდა ყველას იმედი ექნება, რომ მოწინააღმდეგეს სიურპრიზს შევთავაზებთ. განსაკუთრებული საღამო იქნება - ნათურების შუქის ქვეშ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამოვალთ და BBC One პირდაპირ ეთერში გვაჩვენებს. რთულია უკეთესი რამ ინატრო."


"ოლდ ტრაფორდის" დატოვების შემდეგ სანამ 2014 წელს "კემბრიჯში" გადავიდოდა, ლუკმა "ვესტ ჰემის", "სტოკ სიტის", "ნორვიჩისა" და "მკ დონსის" რიგებში მოასწრო თამაში. ახლა თავისი მშობლიური ქალაქის გუნდში თამაშისას იმედი აქვს, რომ წარმატებას მიაღწევს.

"ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს რეალური შანსი ეძლევათ იმის დასამტკიცებლად, რამდენად კარგები ვართ. მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რას წარმოადგენს "კემბრიჯ იუნაიტედი" და ამ შანსს ჩავეჭიდებით." - დაასრულა ჩედვიკმა.

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
23 იანვარი 2015 15:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შენ არ მეისპე lol


ეს რატომღაც არ მახსოვს. რა პოზიციაზე თამაშობდა? სკამს ხეხავდა თუ დამალგებელი იყო ?
0
№2
ავტორი: skid_row
23 იანვარი 2015 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
დედაჩემი მჭრიდა თმასო? საწყალი რა დაბალი ხელფასი აქვს ალბათ
0
№3
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2015 15:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სასაცილო ის იქნება, რომ გაგვიტანოს. თუ არ მეშლება რამე ლოგიკურად ნახევარმცველი უნდა იყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: DiMaria
23 იანვარი 2015 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩამო ძმა, სამ ლარს მოგცემ საპარიკმახეროში შევიაროთ
0
№5
ავტორი: Best 7
23 იანვარი 2015 18:09
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Au Ra tipia
0
№6
ავტორი: Count Alucard
23 იანვარი 2015 19:30
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
AkkRed,
თავისი ეპოქის ქლევერლია რა.
მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რას წარმოადგენს "კემბრიჯ იუნაიტედი" და ამ შანსს ჩავეჭიდებით.

ამას მართა სჯერა რომ რამეს იზავენ დღეს?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top