თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2015, 14:17
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1850,
კომენტარები: 4
კერიკი: "მატა პატარა ჯადოქარია"
მაიკლ კერიკმა, ხუან მატაზე ისაუბრა.
კერიკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, მაიკლ კერიკმა ხუან მატას კარგ თამაშს გაუსვა ხაზი.

2014 წლის 25 იანვარს ხუან მატა ლონდონის "ჩელსიდან" "იუნაიტედში" გადაბარგდა და დევიდ მოიესის გუნდს 37.1 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა.

"ის უბრალოდ პატარა ჯადოქარია, ასე არ არის? ისეთი ჭკვიანი და ტექნიკური - მოედანზე მისი ყურება ერთი სიამოვნებაა. ადრე მის წინააღმდეგ მიხდებოდა თამაში და ვიცოდი, რამდენად კარგი იყო. ამას ვარჯიშებზე ყოველ დღე ვხედავთ. ხუანი სასწაულებს სჩადის. მის მარცხენა ფეხს შეუძლია ნებისმიერი დაცვა გაარღვიოს და მიუხედავად მისი მსუბუქი წონისა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია."

"დიდებული ადამიანია. ინგლისურად არაჩვეულებრივად ლაპარაკობს და ძალიან ჭკვიანია. ჩვენი ესპანურენოვანი ფეხბურთელებისთვის ინგლისურიდანაც კი თარგმნის."
- განაცხადა კერიკმა.

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2015 14:25
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დი მარიას "მადლობა" რომ თაქგმნა ერთხელ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
23 იანვარი 2015 15:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველას თავი შეგვაყვარა, ახლა მთავარია შევინარჩუნოთ და არ გავუშვათ love
0
№3
ავტორი: Goginashvili777
23 იანვარი 2015 15:45
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
მარტო დი მარიას ?

აკო, ჩემი დიდი სიმპათიის მიუხედავად, თუ პოგბა ან რომელიმე მაღალი დონის მოთამაშე ვიყიდეთ, მისი ადგილი კლუბში, უბრალოდ აღარ იქნება. რის გამო წავიდა ჩელსიდან ? აქაც მგონი იგივე მოელის, თუმცა ეს "რომაში" ან სერია ა-ში ბრწყინვალე იქნება hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: DiMaria
23 იანვარი 2015 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
პატარა არის, მაგრამ ჯადოქრობისა რა ვთქვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top