თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2015, 19:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1552,
კომენტარები: 7
ოუენმა ვან გაალის გუნდი გააკრიტიკა
მაიკლ ოუენი "იუნაიტედის" ფეხბურთელებს აკრიტიკებს.
ოუენმა ვან გაალის გუნდი გააკრიტიკა
ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლუი ვან გაალის მუშაობას ცუდ შეფასებას აძლევს და რობინ ვან პერსისა და ხუან მატას თამაშს აკრიტიკებს.

ოუენი ვან გაალს აბრალებს, რომ ჰოლანდიელი ჩემპიონობისთვის ბრძოლას სულაც არ ცდილობს და მისი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა.

"ყველა ამბობს, რომ მათ ოთხეულში უნდა დაასრულონ სეზონი და პირველადი მიზანიც სწორედ ეს იყო. მაგრამ ეს არის მინიმალური მიზანი. ოთხეული "მანჩესტერ იუნაიტედისთვის"! მას შემდეგ, რაც 150 მლნ. ფუნტი დახარჯეს, მოიყვანეს ასეთი ფეხბურთელები და აქვთ ასეთი სტადიონი, ისინი 1, 2, ან 3 ადგილს უნდა იჭერდნენ. მესამე ადგილი - სეზონი წარუმატებელია. როგორ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ ასეთი თანხის დახარჯვის შემდეგ ჩემპიონობისთვის არ იბრძვიან? მათთვის ცუდი სეზონია."

ოეუნი თვლის, რომ ვან გაალი "იუნაიტედის" შემტევი პოტენციალის გამოვლენას სრულად ვერ ახერხებს.

"იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში 36 გოლი გაიტანა, "ჩელსიმ" - 51 სიტიმ" - 45"

ფალკაოს ფიზიკურ მზადყოფნას თითქოს მიკროსკოპის ქვეშ ატარებენ, კოლუმბიელმა "მონაკოდან" გადასვლის შემდეგ მხოლოდ სამი გოლი გაიტანა. თუმცა ოუენი თვლის, რომ ის ერთადერთი არ არის, ვინც კარგ სეზონს ვერ ატარებს.

"არ ვფიქრობ, რომ გუნდის ფორვარდები კარგად თამაშობენ. რობინ ვან პერსი მიყუჩებულია, ხანდახან გოლი გააქვს, მაგრამ აღარ არის ის ფეხბურთელი, რომელსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მივეჩვიეთ. იმაში, რომ "იუნაიტედი" ბევრ საგოლე მომენტს ვერ ქმნის, მხოლოდ ფორვარდებს არ ვდებ ბრალს. ფეხბურთელები ერთ მთლიან სისტემად არ თამაშობენ და თუ ასე ხდება, თუ ნახევარდაცვა და თავდასხმა ძლიერ არ ირჯება, გოლებს აუცილებლად გაუშვებ და ამაში მხოლოდ დაცვა არ არის დამნაშავე."

"თუ გუნდში ურთიერთშეთანხმება არ არსებობს, ის გუნდი ბევრ გოლებს ვერ გაიტანს, რადგან ფორვარდები შანსს ვერ იღებენ. მატა და ვან პერსი უფრო მეტად უნდა მუშაობდნენ. მატა საშუალო სეზონს ატარებს, საკუთარ თავს მის ქომაგს ვერ ვუწოდებდი. ეშლი იანგი ვინგბექის პოზიციაზე შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ შემადგენლობაში მოხვედრას ყოველთვის ვერ ახერხებს: ახლა გუნდს ბალანსთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვს."


წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
23 იანვარი 2015 19:40
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ჩაიწერეთ

ეშლი იანგი ვინგბექის პოზიციაზე შესანიშნავად თამაშობს


smoke
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: love united
23 იანვარი 2015 19:59
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
იანგი მართლა სერიოზულ სეზონს ატარებს 3d_13
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 იანვარი 2015 20:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
და ეს ყველაფერი წყეული 3-5-2ის ბრალია
0
№4
ავტორი: AkkRed
23 იანვარი 2015 22:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველამ ეხლა აიდგა ენა
0
№5
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2015 23:23
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არც ფულის დახარჯვაა რამის გარანტია, არც ფეხბურთელები და არც სტადიონი, თუ მწვრთნელიც არ არის ის, ვინც საჭიროა. მოვიცადოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: pata
24 იანვარი 2015 01:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ეს რა ცენზურა თამაშს ვუყურე სუფთა სირები
0
№7
ავტორი: LizarD
24 იანვარი 2015 10:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
3-5-2 ბალანსის გამო არ ათამაშებს ვან გაალი? რა საინტერესოა..... მოიესს არ აკრიტიკებდნენ ასე, იცოდნენ რა ცუდი გუნდიც ჰყავდა, ვან გაალს ყველა პირობა შეუქმნეს და ახლა სათქმელიც აქვთ, ვისაც ეთქმის....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top