თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2015, 11:00
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2171,
კომენტარები: 13
მენდეში დე ხეას ტრანსფერს არ გამორიცხავს
აგენტის თქმით, შესაძლოა ყველაფერი ხუთ წუთში შეიცვალოს.
მენდეში დე ხეას ტრანსფერს არ გამორიცხავს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კიპერის აგენტი, ჟორჟე მენდეში არ გამორიცხავს დე ხეას ესპანეთში გადასვლას.

ჭორების მიხედვით, ესპანელები დე ხეას, კასილასის ღირსეულ მემკვიდრეთ მოიაზრებენ და მზად არიან 50 მილიონი ფუნტის გადასახდელად. შეგახსენებთ, რომ აგენტი მენდეშის ხელშეწყობით იქნა განხორციელებული კრისტიანუ რონალდუს ტრანსფერი "იუნაიტედიდან" "რეალ მადრიდში".

"დავიდი დიდი საოცრებაა. ის არის "იუნაიტედის" მოთამაშე, რომელთანაც კონტრაქტი აკავშირებს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამას, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი ხუთ წუთში შეიცვალოს" - განაცხადა მენდეშმა "Marca"-სთან ინტევრიუში.

მიუხედავად იმისა, რომ მენდესი არ არის დარწმუნებული დე ხეას მომავალში, იგი იმედოვნებს, რომ მისი აგებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

"მე ვფიქრობ, არ არსებობს არანაირი პრობლემა, რომ დავიდმა ხელი მოაწეროს ახალ კოტრაქტს. თუ თქვენ ხართ მოთამაშე სასტარტო შემადგენლობაში, მაშინ თქვენ ხართ საუკეთესო. გარდა ამისა, მწვრთნელი ყოველთვის მოხარულია, როცა ძირითად მოთამაშეს შეინარჩუნებს." - განაცხადა მენდესმა.

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
23 იანვარი 2015 11:24
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
დეჰეას გაშვება მაშინ იქნებოდა მართებული,თუ კაი მცველები ეყოლებოდა და მეკარე საქმეში იშვაითად ჩაერთვებოდა. მარა იმის ფონზე რო მარტო მეკარე გვყავს ფაქტიურად და დაცვა არა,შანსი არაა ამის გაშვებას დათანხმდეს ვინმე
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2015 11:30
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
კარგი მეკარე არასდროსაა ზედმეტი. გინდ კლდესავით მაგარი და გაუვალი დაცვა გყავდეს. ცუდ მეკარესაც შეუძლია კარგი დაცვის ფონზე უაზრო ბურთი გაუშვას და კარგ მეკარესაც შეუძლია ერთი სულელეური შეცდომა მოუვიდეს. ძალიან გამოცდილს ხალხს უთქვამს: "გუნდის შენება თავდასხმიდან და ნახევარდაცვიდან კი არა, მეკარიდან იწყებაო"
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
23 იანვარი 2015 11:39
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
RojoDiablo,
კაი დონის მეკარეს შეცდომები მოსდის იშვიათად. 10 დარტყმიდან 10 რო კარში მიდის რათქმაუნდა კაი მეკარე უნდა გყავდეს კარში. მარა გაგახსენებ ბარსელონას დროს,როცა კარში ვალდესი და ასევე პინტო ყავდა. ფაქტიურად მეკარემდე ბურთი იშვიათად მიდიოდა. რადგან პიკე-პუიოლი კლდესავით იდგნენ და კარშის არ არტყმევინებდნენ. ევანსის ფონზე რათქმაუნდა მაგარი მეკარე უნდა გყავდეს გუნდში. ცენტრში დააყენე ჰუმელსი-ვარანი და თუგინდა ლორია ჩააყენე კარში.
0
№4
ავტორი: PaLoMo
23 იანვარი 2015 11:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Mendeshma tqva tu falcao wava degeac wavao ase gavige
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: ALEXFERGUSON
23 იანვარი 2015 11:48
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ALEXFERGUSON,
არც ფალკაოს გაუშვებენ და არც დეჰეას.
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 იანვარი 2015 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იცით რას ვერ ვგებულობ??? ეს კაცი რონალდუს აგენტიც არის, დე ხეასიც და ფალკაოსიც?? რა არი დაილია აგენტები თუ ამდენ ფეხბურთელს ერთი საერთო აგენტი უნდა ყავდეთ belay
0
№7
ავტორი: Goginashvili777
23 იანვარი 2015 12:37
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ვახო ( G G M U),
ვახო, ანდერსონისაც, ნანისაც და უამრავი ცნობადი მოთამაშის აგენტიცაა. ყველაზე ძლიერი საფეხბურთო აგენტია derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№8
ავტორი: Berba 9
23 იანვარი 2015 13:13
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მოაწერე ბიძია ხელი, რომ დაგვტანჯე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№9
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2015 14:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
იგივე პინტოზე თუ ვილაპარაკებთ, დაგავიწყდა ნახევარფინალში ატლეტიკოს ფეხბურთელმა, დიეგომ როგორი გოლი გაუტანა?

ან თუნდაც ვალდესზე რომ ვილაპარაკოთ, დაგავიწყდა რიაზანცევმა რა გოლი გაუტანა რუბინის თამაშის დროს?

ორივე შეხვედრა ბარსასთვის სავალალოდ დასრულდა. სწორედ ამას ვგულისხმობ მეკარის საჭიროებაში. ყველა დარტყმულს მცველი ვერ მოიგერიებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: AkkRed
23 იანვარი 2015 15:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რას ქვია კაი მეკარე არაა საჭირო, მეკარემ თუ არ აკონტროლა დაცვა მაშინ ის დაცვა არაფერში ვარგა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top