"მანჩესტერ იუნაიტედმა" 2010 წელს რუსეთში დაარსებულ კომპანიასთან - KamaGames - ხანგრძლივი სასპონსორო შეთანხმება გააფორმა.
KamaGames-ის სათავო ოფისი ამჟამად ირლანდიაში მდებარეობს, თუმცა თამაშების ადგილობრივმა შემმუშავებელმა მოღვაწეობა რუსეთში დაიწყო, რის შემდეგაც მსხვილ საერთაშორისო კომპანიად იქცა.
KamaGames "მანჩესტერ იუნაიტედის" ლოგოტიპს, ბრენდსა და ფეხბურთელების უნარებს სოციალურ ქსელსა და მობილურ სისტემაში აზარტული თამაშების შექმნისა და დამუშავებისთვის გამოიყენებს.
KamaGames-ის აუდიტორია ამჟამად 70 მლნ. ადამიანს შეადგენს, ხოლო მის მიერ შექმნილ თამაშებს ყოველდღიურად მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს.
კომპანიას სახელი Pokerist-ის ტიპს თამაშმა გაუთქვა: Texas Poker, რომელიც Apple App Store-ში ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოპულარობას.