"მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მცველი, სადიკ ელ ფიტოური "მანჩესტერ იუნაიტედში" სინჯებზე იმყოფება.
სადიკი "ცისფერების" აკადემიაში თამაშობდა და "სიტისთან" პროფესიონალურ კონტრაქტსაც კი მოაწერა ხელი, მაგრამ გასულ სეზონში კლუბმა მასთან შეთანხმების გაგრძელება აღარ ისურვა.
დეკემბრის შემდეგ ელ ფიტოური "სოლფორდ სიტისთან" ერთად ვარჯიშობდა, ხოლო შემდეგ სქოულზმა და ფილ ნევილმა "მანჩესტერ იუნაიტედს" მისი აყვანა ურჩიეს.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ფეხბურთელმა "იუნაიტედის" ვარჯიშზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ამხანაგურ მატჩში, რომელშიც მონაწილეობას ადნან იანუზაი, დარენ ფლეთჩერი, ვიქტორ ვალდესი და გუნდის სხვა წევრები იღებდნენ მონაწილეობას, ვან გაალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.