თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2015, 08:16
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2479,
კომენტარები: 8
"ოლდ ტრაფორდი" - თაგვების სასახლე
მეტად საინტერესო და ცოტა უნცაური ფაქტი.
ბრიტანული გამოცემა, Daily Mail, იუწყება, რომ "ოლდ ტრაფორდზე" რეგულარულად შეინიშნებიან თაგვები. მოედნის ხელმძღვანელობამ იცის ამ პრობლემის შესახებ, თუმცა დაუპატიჟებელი სტუმრების განდევნა ვერ ხერხდება, რადგან მათ ნაგებობის გარკვეული ადგილები უკვე კარგა ხანია სამფლობელოდ აქვთ ქცეული.

ხელმძღვანელობა ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამავდროულად აცხადებს, რომ სამზარეულო, საკუჭნაო და საკვები დაწესებულებები, რომლებიც "ოლდ ტრაფორდის" ტერიტორიაზე მდებარეობს, მკაცრი კონტროლის ქვეშაა და ამ ადგილებში ჰიგიენა უმაღლეს დონეზეა დაცული.

ეს პრობლემა უცხო ნამდვილად არ არის "ეშმაკებისთვის". მღრღნელები 2006,2010 და 2012 წლებშიც აქტიურად "ესწრებოდნენ" "იუნაიტეის" საშინაო მატჩებს და არა მარტო.

თაგვები, მანჩესტერულ დერბიში:



ჩვენი გვერდის გუნდმა საინტერესო ანალიზი გააკეთა და ასეთი შედეგი მიიღეს:

  • 2006 წელს პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა "ჩელსი", ხოლო მომდევნო სეზონში-"იუნაიტედი"
  • 2010 წელს პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა "ჩელსი", ხოლო მომდევნო სეზონში-"იუნაიტედი"
  • 2012 წელს პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა "მანჩესტერ სიტი", ხოლო მომდევნო სეზონში-"იუნაიტედი"


ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე სეზონში ინგლისის უმაღლესი ლიგის ტიტულს, "ჩელსი"-"სიტის" წყვილისგან რომელიმე მოიგებს, ხოლო მომავალ სეზონის ბოლოს კი - ცხრილის სათავეში "იუნაიტედი" მოგვევლინება.

ეს ხუმრობით, თუმცა თუკი ეს ხუმრობა მომავალ წელს ცხადად იქცევა მგონი არცერთი თქვენგანი უკმაყოფილო არ დარჩება.

"ოლდ ტრაფორდი" - თაგვების სასახლე




წყარო:carrick.ru
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
23 იანვარი 2015 08:22
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
აუ მსგავსი სიახლე 2 წლის წინადაც მახსოვს, რომ ყველაზე ბევრი რაოდენობის "ვირთხა" თუ "თაგვი" ოლდ ტრაფორდზეაო... რა იყო, რით ვერ გაწყვიტეს ეგენიც "ციგნები" ხო ar არიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2015 08:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ლაშა, ამ თაგვის ფოტო სადღა იპოვე :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
23 იანვარი 2015 09:36
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
თაგვის რომ შეგშურდება,ეგ ცხოვრებაა?:დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: PaLoMo
23 იანვარი 2015 11:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Tagvebsac ki surt old trafordze yofna
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 იანვარი 2015 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Mufc7,
რას იზავ, უსამართლოა ეს ცხოვრება sad wink
0
№6
ავტორი: Mufc7
23 იანვარი 2015 12:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვახო ( G G M U),
:დ მუხთალია ეს წუთისოფელი!:(( :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: AkkRed
23 იანვარი 2015 14:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ღმერთო "დამაოლტრაფორდთაგვე" request lol
0
№8
ავტორი: DiMaria
23 იანვარი 2015 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
AkkRed,
wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top