როგორც იცით, 30 წლის შოტლანდიელს კონტრქატი გუნდთან მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება. მისით დაინტერესებულნი „ვესტ ბრომვიჩი“, „ვესტ ჰემი“, „ჰალი“ და „ვალენსია“ არიან. ბოლო თვეების განმავლობაში დარენი ვერ ხვდება ,,იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში, ამიტომ არ არის გამორიცხული ვან გაალმა ის გაუშვას.
„ის ჯერ კიდევ ,,მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელია. დარენ ფლეტჩერი არის ერთადერთი ჩემი ფეხბურთელებიდან, ვისაც მოგებული აქვს Fa Cup და არის გუნდის მესამე კაპიტანი. სულ ეს არის რაც შემიძლია გითხრათ.“ - დაასრულა ვან გაალმა.
ეს განცხადება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დღეს ასოციაციის თასზე კემბრიჯ იუნაიტედთან გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე გააკეთა. ასევე ვან გაალმა განაცხადა, რომ გუნდს დაუბრუნდა ლუკ შოუ და რობინ ვან პერსი, მაგრამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კრის სმოლინგი, ჯონი ევანსი და ეშლი იანგი.
წყარო: Fapl.ru
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.