"მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლებმა უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბრუნო მარტინს ინდის მიმართ ინტერესს იჩენენ და ასევე არ დაადასტურეს გავრცელებული ცნობები, რომლის თანახმად "იუნაიტედმა" "ვალენსიას" ოტამენდის სანაცვლოდ 35 მლნ. ევრო შესთავაზა.
სამშაბათს პრესაში გავრცელდა ჭორი, თითქოს ლუი ვან გაალი თავისი ყოფილი შეგირდის, ბრუნო მარტინს ინდის შეძენით იყო დაინტერესებული, მაგრამ The Times-ის კორესპონდენტმა, ჯეიმს დაკერმა განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკების" წარმომადგენელმა პირებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
The Mirror-ი კი იტყობინება, რომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულმა სერიოზულმა წყარომ ესპანეთში გავრცელებული ხმები, თითქოს "იუნაიტედმა" "ღამურების" მცველის, ოტამენდის სანაცვლოდ 35 მლნ. ევროს გადახდა სცადა, მცდარად მონათლა.