გარი ნევილმა ყოფილი გუნდის ტაქტიკა გააკრიტიკა.
ორშაბათს Sky Sports-ზე საფეხბურთო გადაცემა, Monday Night Football გადის. ამ სიახლეში სწორედ ნახსენები გადაცემიდან "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის, გარი ნევილის, ანალიზს შემოგთავაზებთ. ანალიზი კი შაბათს გამართულ მატჩს ეხება: "ქუინს პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი".
გარი მოდი "ლოფტუნს როუდზე" გამართულ შეხვედრაზე ვისაუბროთ. "იუნაიტედმა" მოიგო, თუმცა კმაყოფილია გუნდის გულშემატკივარი? არ ვფიქრობ გულშემატკივარი სამწვრთნელო შტაბის ქმედებების გამო ყოფილიყო უკმაყოფილო, ან რაიმე ზეწოლა მოეხდინათ ვან გაალზე. ჩემი აზრით, უკმაყოფილებას ქმნის კოშმარული გასული სეზონი, რომლის გამოც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ასპარეზობს. გულშემატკივარი უფრო მეტად მოუთმენელია, ვიდრე უკმაყოფილო. ისინი სკანდირებდნენ "4-4-2"-ს, მათ სურდათ ეს ტაქტიკა და ვან გაალიც ასე მოიქცა. საინტერესოა სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს:
57-ე წუთამდე "იუნაიტედი" თამაშობდა 3-5-2 სქემით, ხოლო შემდეგ 4-4-2-ად გადაკეთდა, რომბით მოედნის ცენტრში. ტაქტიკის ცვლილებამდე გუნდი არ რისკავდა, არ იყო გატანილი გოლები. მხოლოდ 5 დარტყმა კარის მიმართულებით, რომელთაგან 4 იყო ზუსტი. ბურთის ფლობის გრაფაში კი 68% ეწერა, "იუნაიტედის" სასარგებლოდ. 57 წუთის შემდეგ სტუმრები ბურთს ისე ხშირად ვეღარ ფლობდნენ, თუმცა 2 გოლის გატანა მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 3-ჯერ მოახვედრეს დარტყმული კარის ჩარჩოში.
მთლიანობაშიც, "იუნაიტედის" თამაში ბოლო ნახევარ საათში გამოსწორდა. ეს იმ ფაქტით შეიძლება აიხსნას, რომ ფეხბურთელები ჩქარობდნენ დაწინაურებას და უფრო გაბედულად აკეთებდნენ პასს წინ.
მოდით ვნახოთ, როგორ თამაშობენ "ეშმაკები" ბოლო დროს. ისინი ძალიან დიდი ხანი ათამაშებენ ბურთს საკუთარ ნახევარზე - ამაში არაფერი ცუდი არა არის. ბევრი ძლეირი გუნდი აკეთებს იგივეს. მაგრამ ეს ამუხრუჭებს და ანელებს თამაშს. საჭიროზე მეტი გადაცემა. სამი მცველი დიდხანს ფლობს ბურთს. წინ პასის შემდეგ ბურთი ისევ კვლავ მათ უბრუნდებათ.
ამ მომეტში, დეილი ბლინდი უკეთებს პასს რუნის და "იუნაიტედის" ფეხბურთელებს ისღა დარჩენიათ წინ გაიქცნენ თავქუდმოგლეჯილი, რათა კაპიტანისგან მიიღონ პასი.
თუმცა უკანასკნელ თვეებში ასეთი რამ ხდება: უეინი ბურთს უკან, საკუთარ ნახევარზე მყოფ თანაგუნდელს აწვდის. სწორედ ეს აღიზიანებს გულშემატკივარს. ბურთი მისდის კერიკს.
მაიკლი წინ მყოფ ხუან მატას ამარაგებს გადაცემით, ესპანელი კი ისევ საკუთარ ნახევარზე მყოფ ფეხბურთელს უკეთებს პასს.
"ქუინს პარკ რეინჯერსთან" მატჩში, რუნი აწვდის აუტს, მაგრამ არ შეიძლება მან ბურთი არა უკან, არამედ წინ მატაზე ჩამოაწოდოს?
ბურთს იღებს ბლინდი, რომელიც ახალ შეტევას მცველებთან ბურთის გათამაშებით იწყებს. სწორედ ეს სურს ვან გაალს, შეტევის ნულიდან წამოწყება. თუმცა ბურთი მისდის ჯონი ევანსს, რომელიც ისევ უკან აბრუნებს ბურთს, მიუხედავად იმისა რომ წინ, თავისუფალ ზონაში, გახსნილი თანაგუნდელები არიან.
ეს უკვე ჩაიბეჭდა მოთამაშეთა ტვინში. მე არ ვარ 3-5-2 სქემის დიდი მოყვარული, უფრო მეტად 3-4-3 მომწონს. როდესაც გუნდი თამაშობს 3-5-2 ტაქტიკით, ცენტრალური მცველი ხშირად რჩება მარტო და მოწინააღმდეგეს იოლად შეუძლია მისი მოტყუება. მოთამაშეები გამუდმებით ფიქრობენ "პასი უნდა გავაკეთო სიფრთხილით". მე კი ვფიქრობ რომ ევანსმა ამ სიტუაციაში წინ უნდა გააკეთოს პასი, თანაც აუცილებლად.
ამ მომენტში, რუნი მოედნის ცენტრში იღებს ბურთს და იქვე მყოფ დი მარიას აწვდის, რომელსაც წინ, თავისუფალი, ფალკაო ჰყავს. მან უნდა მიაწოდოს რადამელს პასი, უნდა გარისკოს. ანხელი კი გაცილებით უსაფრთხო ვარიანტს ირჩევს - გადაცემა უკან კაპიტანს, რომელიც აკეთებს დიაგონალურ გადაცემას და გუნდი ბურთს კარგავს. მეტოქემ უკვე შეისწავლა და გაშიფრა ეს ქმედებები.
ჩემი აზრით, სწორედ ეს არ მოსწონთ გულშემატკივრებს. მოდი ვნახოთ, რამდენ პასს აკეთებენ მცველები.
"იუნაიტედის" მცველები პირველ ტაიმში ბურთს მინიმუმ 114-ჯერ შეეხნენ, ხოლო მეორეში - 57-ჯერ. შეადარეთ სხვა გუნდების მცველების სტატისტიკას.
დავიდი აკეთებს პასს შემტევებს შორის, კერიკზე. სამი მცველის ყოფნის შემთხვევაში ეს ქმედება სარისკო არ იქნებოდა. სწორედ ახლა ვითარდება შეტევა კარგად ნულიდან, შეხედეთ - დიაგონალი, რომელიც სარისკო იყო. "ქპრ"-ს აღარ შეუძლია მეტოქის ადვილად გაშიფვრა.
პასი უეინს, მან უნდა ააჩქაროს შეტევა. ის პოულობს დი მარიას, რომელსაც ბევრი ვარიანტი აქვს შეტევის განსავითარებლად, კიდევ ერთი დიაგონალი. უეინი ბურთს მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს იღებს და "იუნაიტედს" გააქვს გოლი.
გუნდი გაცილებით სახიფათოდ გამოიყურება, ტაქტიკის ცვლილების შემდეგ. არ მგონია, რომ გულშემატკივრებს ბურთის ფლობაში დიდი უპირატესობის ხილვა უნდოდეთ, მათ ბევრი გატანილი გოლი უნდათ.
*სურათზე ნაჩვენებია, "იუნაიტედის" მიერ ჩატარებული შეხვედრები, როგორც სამი ისე ოთხი მცველით.
ისიც უნდა ითქვას, რომ ვან გაალი ვალდებულია ითამაშოს სამი მცველით ტრავმების გამო: რაფალეი, ლუკ შოუ... გუნდში არ არის განაპირა მცველი. როდესაც ლუის გაუჩნდება ნდობა ცენტრალურ მცველთა წყვილის მიმართ, ყველაფერი შეიცვლება....
წყარო:
carrick.ru