22-01-2015, 14:11
ნანახია: 2306,
კომენტარები: 7
ბლინდი: "ნევილი ცდება"
დეილი ბლინდი გარი ნევილს გამოეხმმაურა.
დეილი ბლინდი ESPN-სთან ინტერვიუში გარი ნევილს გამოეხმაურა, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ ვან გაალის 3-5-2 ტაქტიკა გააკრიტიკა. ბლინდი არ თვლის, რომ მის თამაშს სითამამე აკლია, როგორც ამას მანჩესტერის ყოფილი კაპიტანი გარი ნევილი ამბობს.
ასევე, ნახევარმცველი ფანებისგან მოითხოვს მხარი დაუჭირონ ვან გაალს, რომელმაც "იუნაიტედი" მეოთხე ადგილზე აიყვანა. იმის მიუხედავად, რომ გუნდი ვერ აჩვენებს ისეთივე ლამაზ და ამაღელვებელ ფეხბურთს, როგორსაც სერ ალექს ფერგიუსონის დროს სთავაზობდა მხარდამჭერებს.
"ქპრსთან" შაბათს გამართული თამაშის დროს, რომელიც "იუნაიტედმა" 2-0 მოიგო, გულშემატკივრებს არ მოეწონათ 3-5-2 ტაქტიკით მოასპარეზე "იუნატედის" თამაში, მათი აზრით ეს სისტემა თამაშს ნელს და ადვილად გამოსაცნობს ხდის.
ბლინდისთვის მსგავსი კრიტიკა უცხო არ არის. ის იყო ჰოლანდიის ნაკრების წევრი, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა მსოფლიო ჩემპიონატზე, მიუხედავად იმისა, რომ უღიმღამოდ თამაშობდნენ სამ მცველიანი ტაქტიკით.
ჰოლანდიელი ფიქრობს, რომ "მანჩესტერი იუნაიტედის" ვარსკვლავები კარგ თამაშს დაიწყებენ მაშინ, როდესაც მიეჩვევიან ახალ სისტემას და მისი აზრით, ამ საქმეს ვან გაალზე უკეთ ვერავინ გაუძღვება.
"ის მოთამაშეებს და გუნდს უკეთესს ხდის, მწვრთნელში სწორედ ეს მომწონს. ეს მისი ყველაზე კარგი თვისებაა." - აცხადებს ბლინდი. "ჰოლანდიის ნაკრებშიც იგივე ხდებოდა, მას სურდა მთელი გუნდი გაეუმჯობესებინა და როდესაც გუნდი უკეთესი ხდება, ამის შემდეგ მოთამაშეები ინდივიდუალურადაც გამოირჩევიან."
"ჩვენ არ ვთამაშობდით საუცხოო ფეხბურთს მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ჩვენ ვთამაშობდით გუნდურად, ვიგებდით თამაშებს, მოგებების შემდეგ კი უკეთ თამაში დავიწყეთ. როდესაც შენ სისტემას ცვლი, იწყებ გუნდური ფეხბურთის თამაშს და იწყებ მოგებებს."
"თუ შენ ადრე თამაშობდი სხვა სისტემით დიდი ხნის მანძილზე, ახლა ახალ სისტემას უნდა შეეგუო და ეს პრობლემა სულაც არაა."
"ჩვენ ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა ადვილი პერმიერ ლიგაში, მაგრამ საჭიროა თავი მაღლა გვეჭიროს და რწმენა შევინარჩუნოთ."
გარი ნევილმა იუნაიტედის დაბალი ტემპი ბლინდს დააბრალა და განაცხადა, რომ ის ზედმეტად უსაფრთხოდ თამაშობს.
"მან(ბლინდმა) მეტი პასი უნდა გააკეთოს წინ, ის ბურთს ფლანგებზე ათამაშებს და მარტივ გადაწყვეტილებებს იღებს." - განაცხადა ნევილმა ორი თვის წინ.
ბლინდი იღებს კრიტიკას, მაგრამ არ აპრებს მისი თამაშის სტილის შეცვლას მხოლოდ იმიტომ, ნევილი ასე ამბობს.
"მე შემიძლია კრიტიკის მიღება, ხალხს ტელევიზიაში შეუძლია ილაპარაკოს რაზეც სურთ, მაგრამ ჩემი აზრით მე მოვახერხე კარგი მატჩების ჩატარება." - განაცხადა ჰოლანდიელმა.
"რა თქმა უნდა, მე შემიძლია გავამწვავო, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა ბურთის შენარჩუნება და უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელის მოძებნა. თუ მე შეტევის მხარის შეცვლა მიხდება, სწორედ ასე ვიქცევი, ან ვიცდი და ველოდები შესაფერის მომენტს პასის გასაკეთებლად."
"თუ არის იმის შანსი, რომ პასი წინ გავაკეთო, მაშინ მე ამას ვაკეთებ, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა პოზიცია შეინარჩუნო და პასი სხვას გადააწოდო ფლანგიდან ფლანგზე, ამოძრაო ბურთი და მოძებნო მოთამაშე, რომელიც ინდივიდუალურად გაამწვავებს."
"რა თქმა უნდა, მე მოვუსმენ მას (ნევილს), მაგრამ ჩემს თამაშს გავაგრძელებ და იმას გავაკეთებ, რასაც მწვრთნელი მეუბნება, მას კი სურს, რომ შევინარჩუნოთ პოზიცია."
ბლინდი სრულიად გამოჯანმრთელდა მუხლის ტრამვისგან და მზადაა ასოციაციის თასის ტურნირზე მონაწილეობა მიიღოს. შემდეგი მატჩის გასამართად "იუნაიტედი", ამ პარასკევს, კემბრიჯში გაემგზავრება, სადაც მეოთხე რაუნის მატჩში ადგილობრივ "კემბრიჯ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
იუნაიტედის რიგებში 6 ახლადგაფორმებული მოთამაშეა, მაგრამ ისინი ბოლომდე აცნობიერებენ ამ ტურნირის მნიშვნელობას, აცხადებს ბლინდი.
"სასიამოვნოა როცა ასეთი ტიპის გამოცდილებას იღებ, მე წაკითხული მაქვს იუნაიტედის ისტორია და ხალხისგანაც მსმენია, რომ "იუნაიტედს" ასოციაციის თასი 11 წლის მანძილზე არ მოუგია, ამიტომ ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით. ყველას სურს უემბლიზე მოხვედრა." - დაასრულა ბლინდმა