დენის ირვინი თვლის, რომ "წითელ ეშმაკებს" შეუძლიათ ინგლისის თასის მოგების იმედი ჰქონდეთ.
პარასკევს გასამართ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ვან გაალის შეგირდებს მხოლოდ ოთხი მატჩი დარჩებათ ჩასატარებელი, რათა სარეკორდო, მე-12 ტიტული მოიპოვონ.
ირვინი, რომელსაც ინგლისის თასი სამჯერ აქვს მოპოვებული, აცხადებს, რომ "იუნაიტედი" მეტოქეს დააფასებს, რადგან "იოვილთან" წინა ტურის მატჩი ამას ავალდებულებს.
როცა ჰკითხეს, მოიგებდა თუ არა "იუნაიტედი" 2004 წლის შემდეგ პირველ თასს, მან უპასუხა:
"რატომაც არა. "იოვილთან" მატჩში ნათლად სჩანდა, რამდენად რთულია დაბალი ლიგის გუნდების წინააღმდეგ თამაში, მაგრამ "იუნაიტედმა" თავისი დაკსვნები გააკეთა. თუ "წითელი ეშმაკები" პარასკევს გაიმარჯვებენ, მეხუთე რაუნდში გავლენ, სადაც ყველაფერი სერიოზულდება."
"ინგლისის თასი ტიტულის მოპოვების ყველაზე მარტივი საშუალებაა, მაგრამ არც იღბლის დავიწყება ღირს: როცა საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებთ, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ უნდა წარიმართოს. "იუნაიტედს" შესანიშნავი სათასო ისტორია აქვს, მოპოვებული თასების მიხედვით "არსენალთან" ერთად პირველ ადგილს ვიყოფთ, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ეს ჩვენი წელი იქნება."
ირლანდიელმა ფეხბურთელებზეც ისაუბრა: "თუ დე ხეას არ ჩავთვლით, რთულია დაასახელო ფეხბურთელი, რომლის ადგილი გუნდში 100%-ით არის გარანტირებული. აუცილებელია რამდენიმე მატჩი ერთი შემადგენლობით ჩაატარო, თუმცა ტრავმის გამო არ ხერხდება, სანამ სტაბილურობას არ შევიძენთ, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მიმდინარე სეზონში "იუნაიტედისგან" მშვენიერ გამოსვლას უნდა ველოდეთ."