სტატისტიკის თანახმად, მატა პრემიერ ლიგის უკანასკნელი 14 სეზონის განმავლობაში ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელია.
მისი რეალიზაცია იმდენად კარგია, რომ დევიდ ბექჰემსაც კი აჯობა.
ხუანმა კი განაცხადა, რომ ჯარიმებს არა მარტო ის, არამედ მისი თანაგუნდელებიც შესანიშნავად ასრულებენ.
"ყოველი მატჩის წინ მწვრთნელი წყვეტს ამჯერად ვინ შეასრულებს სტანდარტულებს. ბევრ ჩვენგანს შეუძლია შესანიშნავად შესრულება. უაზა დიდებულად წარმოაჩენს თავს. ასევე ანდერიც. ანხელ დი მარიაც. მარკოს როხოსაც უთქვამს, რომ ამ უნარს ფლობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ის საქმეში არ გვინახავს."
"არ შეიძლება ვან პერსის დავიწყება. როგორც მიხვდით, კონკურენცია უმაღლეს დონეზე გვაქვს. სტანდარტულებისა და საჯარიმოების შესრულებაზე ბეჯითად ვმუშაობთ, რადგან ეს თამაშის მნიშვნელოვანი ასპექტია. ყველა, მათ შორის მეც, ვცდილობთ ყველაფერი კარგად შევასრულოთ." - განაცხადა მატამ.