თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2015, 22:06
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2150,
კომენტარები: 8
ბებე:" მეგონა "იუნაიტედი" ხუმრობდა"
ბებეს "იუნაიტედის" ქმედება ხუმრობა ეგონა.
ბებე:
ბებე აცხადებს, რომ მას ბოლომდე ეგონა "იუნაიტედის" ინტერესი ხუმრობა იყო და ისინი 7.4 მილიონს არ გადაიხდიდნენ მასში.

24-წლის პორტუგალიელი, რომელიც 2010 წელს "ოლდ ტრაფორდზე" "ვიქტორია დე გუიმარესიდან" გადაბარგდა, ირწმუნება რომ სერ ალექსს მისი თამაში არასდროს უნახავს და სკაუტის სიტყვებს პირდაპირ ენდო.

ბებემ მხოლოდ 7-ჯერ მოირგო "იუნაიტედის" მაისური და 3 წლის განმავლობაში "ბეშიქთაშში", "რიო ავეში" და "პაჩოს დე პერეირაში" იქნა განათხოვრებული, 2014 წელს კი საბოლოოდ დატოვა გუნდი სამშობლოში, კერძოდ "ბენფიკაში" დაბრუნდა.

"მე გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებდა, რომლის თანახმადაც მსურველს 7.4 მილიონი უნდა გადაეხადა, 2 დღის განმავლობაში რამდენიმე გუნდს სურდა ჩემი აყვანა. შემდეგ "იუნაიტედში" წამოვედი, მეგონა ისინი ხუმრობდნენ."- განუცხადა ბებემ ერთ-ერთ ესპანურ გამოცემას.

"ფერგისთან მუშაობისას ბევრი რამ ვისწავლე. რა არ იყო ისე როგორც საჭიროა? მე ვიყავი მარტო. მჭირდებოდა მეტი გამოცდილება, რათა კონკურენციისთვის გამეძლო.

მანჩესტერში სულ მარტო ვიყავი 19-წლის ასაკში. მე გავიზარდე და უკეთესი გავხდი."



წყარო:goal.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 იანვარი 2015 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მარტო ყოფნაში ნამდვილად ვერ მივხვდი რას გულისხმობს, რაც შეეხება გამოცდილებას, გამოცდილება ნიჭის გარეშე შეუძლებელია, თუმცა რას ვიზავთ შეუცდომელი არც ფერგი ყოფილა.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
21 იანვარი 2015 23:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოგიკვდით შენ
0
№3
ავტორი: Best 7
21 იანვარი 2015 23:25
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ise xo ar icit ras shveba es benfikashi?
0
№4
ავტორი: Wardell
21 იანვარი 2015 23:28
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Best 7,
კორდობაში გაუშვეს არენდით, მაგრამ არც იქ არ ბრწყინავს.
0
№5
ავტორი: bziki
21 იანვარი 2015 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეს ფერგის არ უყიდია კეირუშმა იყიდა როგორც პორტუგალიელი და კაი ფულიც მისცა ფერგი ენდო კეირუშს პროსტო
0
№6
ავტორი: RojoDiablo
22 იანვარი 2015 08:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შემდეგ "იუნაიტედში" წამოვედი, მეგონა ისინი ხუმრობდნენ."-


ბოლოს ჩვენც ასე გვეგონა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
22 იანვარი 2015 11:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ნეტა სულ არ წამოსულიყავი
0
№8
ავტორი: Berba 9
22 იანვარი 2015 14:49
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
როგორ დამიჩაგრეს ბებე, არადა ლეგენდა იზრდებოდა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top