ჯადოქარი ესპანეთიდან.
პატარა ესპანელს სტანდარტებიდან გოლის გატანის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, თუმცა ეს წინადადება უფრო ღირებული გახდება თუ დავამატებთ, რომ ხუანი პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში ყველაზე კარგად ასრულებს საჯარიმოებს, დევიდ ბექემზე უკეთესადაც კი.
დიდი ხნის განმავლობაში, რაც პრემიერ ლიგა დაარსდა, ინგლისის უმაღლეს გათამაშებას საჯარიმოების ბევრი ძალიან კარგი შემსრულებელი ჰყავდა: დევიდ ბექემი, კრიშტიანუ რონალდი, ლეიტონ ბეინსი და სხვები. თუმცა ვერცერთი მათგანი სამეულშიც კი ვერ მოხვდა.
მათ ნაცვლად კი სტატისტიკას სათავეში "იუნაიტედის" 8-იანი, ხუან მატა, უდგას. ეს სტატისტიკა პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა და ბოლო 14 წლის მოთამაშეთა ნაჩვენებ შედეგებს იტევს.
ხუანმა 28 ჯარიმიდან 5 გოლის გატანა მოახერხა, რაც პროცენტულად 17.9 უტოლდება. თითქმის 3-ჯერ უკეთესი ვიდრე ლეიტონ ბეინსის შედეგი, რომლის შესრულებული სტანდარტიც კარის ბადეში 6.6% შემთხვევაში ეხვევა.
უფხო მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ საუკეთესო 10-ეულს 2001/02 წლების სეზონიდან მოყოლებული:
წყარო:
carrick.ru