"ვალენსია" ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათ მიიღეს შეთავაზება, 27 მილიონი ფუნტ სტერლინგის ოდენობით, ნიკოლას ოტამენდიზე, თუმცა ისინი კლუბს არ ასახელებენ."სქაისპორტის" ესპანელი ექსპერტი, გილემ ბალაჯის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ნიკოლას ოტამენდის სანაცვლოდ "ვალენსიას" 27 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზა.
თუმცა, თავად ოტამენდიმ არ ისურვა, ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის დატოვება და ასევე, ამას ყველაფერს ოლდ ტრაფორდზეც უარყოფდნენ.
ნიკოლას ოტამენდის 26 წლის ასაკში უკვე 18-ჯერ აქვს მორგებული არგენტინის მაისური. კარიერა კი, "ველეს სარსფილდში" დაიწყო, სანამ ის 2010 წელს "პორტუში" გადავიდოდა.
"ვალენსიამ" ის გასულ წელს შეიძინა თებერვალში და მაშინვე გაანათხოვდა ბრაზილიაში, კერძოდ "ატლეტიკო მინეიროში".
მაგრამ, მისი სეზონი ახალ კლუბში ძალიან კარგად მიმდინარეობს, მან ასევე გამარჯვების გოლი გაიტანა "მადრიდის რეალის" კარში, სადაც "ღამურებმა" 2-1 გაიმარჯვეს და 22 მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტეს.
მისი ფორმით აღფრთოვანებულები არიან სხვა ევროპული კლუბებიც, თუმცა ასეთი დიდი თანხის შეთავაზება, კერძოდ 27 მილიონი ფუნტ სტერლინგის, მხოლოდ რამდენიმე კლუბს შეეძლო - "იუნაიტედი" კი ამას ყველაფერს უარყოფს.
წყარო:
სქაისპორტი