22-01-2015, 08:25
ნანახია: 2218,
კომენტარები: 8
ვან გაალს ბეილი არ სჭირდება
ორი ფეხბურთელი ერთის ნაცვლად.
Dailly Express-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს გუნდში მხოლოდ გარეტ ბეილის მოყვანა არ აკმაყოფილებს.
მადრიდის "რეალის" შემტევი, გარეტ ბეილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ითვლებოდა, როცა მან "ტოტენჰემის" დატოვება გადაწყვიტა.
თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" უელსელის შეძენა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ ის ესპანურ კლუბში აღმოჩნდა.
პრესაზე დაყრდნობით, "იუნაიტედი" ჯერ კიდევ ინტერესდება ბეილის შეძენით და ამისთვის მზად არის დე ხეას გაშვების ვარიანტი განიხილოს.
თუმცა ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ ვან გაალს შეტევის ხაზის გაძლიერება სულაც არ სჭირდება და ბეილს არ შეიძენს.
მის ნაცვლად კი კლუბში მატს ჰუმელსისა და კევინ სტროოტმანის მოყვანას შეეცდება.
წყარო:
eurofootball
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.