თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2015, 13:45
ავტორი: AkkRed,
ნანახია: 1752,
კომენტარები: 10
"იუანაიტედი" იანვარში მცველს არ შეიძენს
გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, "იუნაიტედი" მცველს არ დაიმატებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაფრის მიუხედავად არ აპირებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელის დამატებას.

რამოდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვალენსიას" ფეხბურთელს ნიკოლას ოტამენდიში 26.8 მლნ ფუნტს იხდიდა რომელიღაც კლუბი, მაგრამ "Manchester Evening News"-მა განაცხადა, რომ ეს "მანჩესტერ იუნაიტედი" არ ყოფილა.

"იუნაიტედის" მთავარი მიზანი კი დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანი, მატს ჰუმელსია. ლუი ვან გაალმა კარგად იცის, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მანძილზე მისი შეძენის შანსი ნულს უდრის.

ასევე, "იუნაიტედი" თავის ინტერესებს ინარჩუნებს ბრუნო მარტინს ინდის მიმართებითაც, რომელიც "პორტუს" რიგებში ირიცხება. ლუი ვან გაალი წვრთნიდა 22 წლის მცველს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ მანვე განახცადა, რომ ვისაც შეიძენს, ის უნდა აღემატებოდეს მის ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა არიან მის განკარგულებაში. მარტინს ინდის გამოსასყიდი ფასი 10 მილიონი გახლავთ.

ვან გაალი ეცდება გააძლიეროს მისი გუნდის დაცვის ცენტრი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე. იშვიათად თუ იანვარში შეძენილი მცველი პირდაპირ პირველ გუნდში გადაყავათ, ბოლოს ეს 2007 წელს, როდესაც "სპარტაკიდან" ნემანია ვიდიჩი შეიძინეს.

წყარო: fapl.ru
ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
21 იანვარი 2015 14:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი მცველის დამატებაა საჭირო და არა ბავშვების. ამ ზამთარს ვერ მოახერხებენ ვერაფერს ალბათ და არც არაფერი იწერება
0
№2
ავტორი: AkkRed
21 იანვარი 2015 14:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს რომ შეგვეძინა ჰამელსია მშვენიერი იქნებოდა, მაგრამ ზაფხულსაც კაი იქნება თუ საერთოდ გადმოვიდა.
0
№3
ავტორი: Berba 9
21 იანვარი 2015 15:05
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
გასაგებია, რომ ზამთარში ვერ შეიძენს, ან თუ შეიძენს 2-მაგად ძვირი ჯდება, ან თვითონ არ გადმოდის, მაგრამ თუ ლიგაზე გასვლა გვინდა აუცილებელია ეს დასაწვავი, მაღალი დონის მცველი

ოტამენდი არ ვიცი და ჰუმელსი დიდი სიამოვნებით, ჯანდაბას ზაფხულში ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 იანვარი 2015 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მარტინს ინდი არ მინდა რაა. ჩვენ გვინდა ძლიერი ცენტრალური მცველი და არა ისეთი რომელიც ძირითადად ფლანგზე თამაშობს და ცენტრშიც შეუძლია თამაში, ეგეთი როხოც გვყვავს...
0
№5
ავტორი: AkkRed
21 იანვარი 2015 15:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

როხოს ადარებ მარტინს?

დღეს დღეობით ნეტა მარტინს გვყვავდეს და ზაფხულამდე არ მოვინდომებ ტრასნფერს
0
№6
ავტორი: Goginashvili777
21 იანვარი 2015 16:00
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
კარგია... ზაფხულამდე მოვითმინოთ ჯობს და კვლავ 5 ან მეტი მოთამაშე ვიყიდოთ... ვან გაალი სატრანსფერო პოლიტიკაში კარგია, მარა მოედანზე ?. რავიცი რავიცი....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: Macklemore
21 იანვარი 2015 16:27
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
აბა ვინ ჩემ შალახოს დაიმატებს?? მცველი თუ არა ვინ გვჭირდება აბა? დავიმატოთ ნახევარმცველები და დავალპოთ სკამზე. ეგ ყველაზე მაგარი იდეაა!!!
0
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 იანვარი 2015 19:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
N 1 საფიქრალი და საზრუნავი ჰუმელსი უნდა იყოს იუნაიტედისთვის. და ასეც არის როგორც ჩანს.
0
№9
ავტორი: George27
21 იანვარი 2015 19:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ზამთარში კარგი მცველის დამატება გაგვიჭირდება და ზაფხულამდე გვიწევს მოცდა და უნდა მოვიცადოთ, სხვა გზა არაა... მანამდე კი დიდი იმედი მაქვს პრემიერლიგას ოთხეულში დავამთავრებთ და ჩემპიონთა ლიგაზე გაძლიერებული შემადგენლობით დავბრუნდებით...
0
№10
ავტორი: RojoDiablo
22 იანვარი 2015 08:05
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არ კი არა ვერ შეიძენს. მოიცდიან, ოტამენდების და ვლაარების მოყვანას ჯობია მოიცადონ და ჰუმელსი ჰიობედესი მოგვიყვანონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top