თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2015, 09:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1935,
კომენტარები: 7
სმოლინგი დი მარიასა და ვალდესის შესახებ
კრის სმოლინგი გამოცდილ ფეხბურთელებზე საუბრობს.
სმოლინგი დი მარიასა და ვალდესის შესახებ
კრის სმოლინგი აცხადებს, რომ ლა ლიგაში ასპარეზობა, წარმატება და გამოცდილება ვიქტორ ვალდესსა და ანხელ დი მარიას "მანჩესტერ იუნაიტედის" გამოადგება.

ვალდესმა, რომელიც "იუნაიტედმა" იანვარში შეიძინა, "კამპ ნოუზე" 12 სეზონი გაატარა და კლუბთან ერთად 23 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის სამი თასი.

ამავდროულად, დი მარია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი გახდა და მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგის მეათე ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. დი მარია მცირე ხნის წინ ფიფა-ს სიმბოლურ ნაკრებში შევიდა, რაშიც არა მარტო საკლუბო, არამედ მსოფლიო ჩემპიონატზე სანაკრებო წარმატება დაეხმარა.

მიუხედავად იმისა, რომ სმოლინგს ვალდესთან არც თუ დიდი დრო აქვს გატარებული ერთ გუნდში, ის არა მარტო ესპანელის წარსულით, არამედ ამჟამინდელი მდგომარეობითაც მოიხიბლა.

"ვალდესი არის ადამიანი, ვისაც კარიერული წარმატებით ვუთანაბრდებით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მას ჯერ კიდევ არ უთქვამს საბოლოო სიტყვა. ვარჯიშებზე 100%-ით იხარჯება, ვიქტორი ძალიან სწრაფია. დიდებულია, რომ ჩვენთან მოხვდა, ამას იმსახურებს. ვიქტორისგან უამრავი ისტორია მოვისმინეთ და უამრავი კითხვა დავუსვით. "ბარსელონა" კიდევ ერთი დიდი კლუბია და მაინტერესებს ევროპულ ფეხბურთში რა ხდება" - განაცხადა სმოლინგმა.

როგორც ფეხბურთელი და გულშემატკივარი, კრის სმოლინგი მოხარულია ისეთ ნიჭიერ ფეხბურთელთან თამაშით, როგორიც ანხელ დი მარიაა.

"ვფიქრობ, ანხელი არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ ქომაგს სურს თავის საყვარელ კლუბში იხილოს და მსოფლიოს ნებისმიერი ფეხბურთელი ინატრებდა მასთან ერთად ერთ გუნდში თამაშს. გაგვიმართლა, რომ ის შევიძინეთ. გასულ სეზონში "რეალში" მისი თამაში შესანიშნავად მახსოვს - მოედანზე შესანიშნავად გადაადგილდებოდა და გუნდს არაერთი გოლი მოუტანა. ანხელი განსაკუთრებული ფეხბურთელია." - დაამატა სმოლინგმა.

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 იანვარი 2015 09:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
რა ნამუსით ამბობს ვალდესი ძალიან სწრაფიაო? დალია რამე ნეტა?
0
№2
ავტორი: RojoDiablo
21 იანვარი 2015 09:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ანხელი ძალიან შორსაა შარშანდელი ანხელისგან. მაგრამ თუ დააბრუნებენ იქ, სადაც უნდა იდგეს, აღიდგენს ფორმას და დაუბრუნდება თავის ჩვეულ დონეს. თუმცა ალბათ ჯერ დრო კიდევ დასჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 იანვარი 2015 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ერთი ვალდესია სწრაფი და მეორე კიდე ოპელ ვექტრა wink
0
№4
ავტორი: AkkRed
21 იანვარი 2015 10:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ნეტა ვალდესი და დი მარია ამას თუ იხსენებენ lol
0
№5
ავტორი: GeorgeBest
21 იანვარი 2015 14:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გაგვიმართლა რომ დი მარია შევიძინეთ მაგრამ არ გვიმართლებს რო ესე თამაშობს და არასწორ პოზიციაზე არასწორი დავალებებით ვათამაშებთ

ვალდესის მეორე ნომრად დასახელება მაგრად გამიტყდა ლინდეგაარდის გამო, იმედია კარგ კლუბში მოხვდება, იმსახურებს ეგ კაცი მაგას

ვალდესის თამაშსაც ვიხივალვთ, მე მაგრად მაინტერესებს
0
№6
ავტორი: Berba 9
21 იანვარი 2015 15:08
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
სმოლინგი კი ლაპარაკობს ამათზე კარგს, მაგრამ თვითონ თუ ვარგა რამეში

ისე დი მარიასგან მე პირადად გაცილებით, აი გაცილებით მეტს მოველოდი, შედარებაც არ შეიძლება, წინა სეზონის დი მარიასა და ახლანდელ დი მარიას შორის.

რატომ? იმ რეალში ყველა ვარსკვლავი იყო წინ და მაინც გამოკვეთილად ჩანდა დი მარია, ეხლა კიდე აქაც ყველა ვარსკვლავია, თუმცა იქ ყველა ფორმაში იყო, აქ ყველა ფორმიდანაა ამოვარდნილი და დი მარია მაინც ვერ ჩანს, "ბჟუტავს" რასაც ქვია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№7
ავტორი: Macklemore
21 იანვარი 2015 16:41
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვნახოთ რას იზამს ვალდესი თასზე.

დი მარიაზე რაღა ვთქვა. რეალს აწყობილი გუნდი რო ყავს ეს თავის საქმეს 5იანზე აკეთებდა და აქ ყველას ყველაფერი ევალება და არაფერი გამოსდის. დაცვის სისუსტის აღმოფხვრას ცენტრალური ნახევარმცველები ცდილობე, მერე ცენტრში იქმნება პრობლემა, მაგის აღმოფხვრას უკვე შემტევები ცდილობენ და ბოლოს ისე გამოდის რო ძლივს მივათრევთ ტრაკს. ამ ყველაფრის ფონზე რაც უნდა მაგარი ფეხბურთელი იყოს დი მარია, ვერაფერს აკეთებს თავის პოზიციაზე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top