ბრაიან რობსონი ინგლისის თასის შესახებ საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული კაპიტანი სათასო მატჩებში კლუბის წარმატების უშუალო საწინდარია: მან სამჯერ აღმართა უძველესი თასი.
1981 წელს ბრაიანი "ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონატის მოგებისთვის გადაბარგდა. "ლივერპულსა" და "ევერტონთან" ჭიდილი იმ დროს ადვილი საქმე არ გახლდათ. თუმცა თასზე სულ სხვა ვითარება იყო და "იუნაიტედის" კაპიტანმა კლუბს 1983, 1985 და 1990 წლებში სამჯერ მოუპოვა ტიტული.
რა მნიშვნელობას ატარებდა ინგლისის თასი, როცა "იუნაიტედში" გადახვედით?ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. "ვესტ ბრომვიჩის" დატოვებისა და "იუნაიტედში" გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თასის მოპოვების უკეთესი შანსი იყო. ინგლისის თასი ჩემი პირველი ტიტული გამოდგა: 1983 წელს "ბრაიტონი" ფინალში დავამარცხეთ. იმ დღეს "უემბლიზე" დაუჯერებელი ატმოსფერო სუფევდა. ძალიან სასიამოვნო იყო მატჩის მოგება და თასის აღმართვა.
"იუნაიტედისთვის" რა მნიშვნელობა აქვს თასს დღესდღეობით?კლუბმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ტურნირზე დიდ ფსონს სჩადის - "არსენალთან" ერთად ყველაზე მეტჯერ გვაქვს მოგებული. "მანჩესტერ იუნაიტედი" თასებს ძალიან სერიოზულად ეკიდება, თუ მხედველობაში 2000 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს არ მივიღებთ. ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია რამდენად მნიშვნელოვანია ეს თასი ამ სეზონში. გამარჯვება გვსურს.
მოგვიყევით 1983 წელს თქვენი პირველი ფინალისა და გადათამაშებაში დუბლის შესრულების შესახებ.გადათამაშება - სასიამოვნო მოგონება, მაგრამ პირველი მატჩიც მომეწონა: "ბრაიტონი" ძალიან გაუტეხელი იყო. პირველ შეხვედრაში მთელი ძალები დახარჯეს, ემოციურადაც და ფიზიკურადაც. როცა გადათამაშებაზე მივედით, მატჩის კარგად დაწყება და უპრობლემოდ გამარჯვება მოვახერხეთ. ინგლისის თასის ფინალში 2 გოლის გატანა და საბოლოოდ 4:0 მოგება - ჩემთვის ფასდაუდებელია.
რომელია თქვენი საყვარელი ფინალი?1983 წელს გამარჯვება სასწაული იყო, მაგრამ 1990 წლის ფინალს დავასახელებ. ამ გამარჯვებამ სერ ალექსისა და მისი გუნდის ეპოქა დაიწყო, მათი წარმატება კი წლობით გრძელდებოდა.
ოქროს მედლები შემოგრჩათ? თუ კი, სად ინახავთ?ადრე თითოეული მედალი სახლის სეიფში მქონდა შენახული, რათა ქურდობისგან თავი დამეცვა. მაგრამ ახლა "იუნაიტედის" მუზეუმში იმყოფება. რა აზრი აქვს, თუ სეიფში იქნება? უმჯობესია "ოლდ ტრაფორდზე" გულშემატკივარმა უყუროს მას, სწორედ ამ მიზნით დევს ისინი იქ.
"იუნაიტედის" უამრავი ქომაგი ოცნებობს "უემბლის" ათას კაციანი აუდიტორიის წინაშე თასის აღმართვას. ეს სამჯერ გააკეთეთ. როგორ აღწერთ ემოციებს?ინგლისის თასზე გამარჯვების აღწერა რთულია. საოცრად ბედნიერი ხარ. გუნდში მეგობრულ სულს გრძნობ, რადგან შენ და შენმა თანაგუნდელებმა წარმატებას მიაღწიეთ. ალბათ კარიერის ერთ-ერთ მწვერვალს.
წყარო:
carrick.ru