თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2015, 18:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1819,
კომენტარები: 8
ნევილი: "ვან გაალი მცველებს განავითარებს"
რატომ უხაროდა ნევილს მოიესის დანიშვნა.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა განაცხადა, რომ "იუნაიტედის" მცველების წარმატებაში დარწმუნებულია.

"როცა ინგლისის ნაკრებში მუშაობ და განკარგულებაში გყავს ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელები, როგორიც კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი არიან, რწმუნდები, რომ ისინი საკუთარ კლუბებშიც მიაღწევენ წარმატებას. სწორედ ამიტომ გვიხაროდა გასულ სეზონში დევიდ მოიესის მოსვლა, რადგან ის ფსონს ყოველთვის ბრიტანელ ფეხბურთელებზე სჩადის."

"ახლა გუნდს წვრთნის ვან გაალი - ევროპის ტოპ ჩემპიონატებში გამარჯვების გამოცდილების მქონე. დარწმუნებული ვარ ის ფილსა და კრისს ბურთთან ცივსისხლიან მოპყრობასა და შეტევის დაწყებას ასწავლის."

"ვან გაალთან მუშაობა ლუკ შოუსთვის შესანიშნავი გამოცდილება იქნება. მწვრთნელი თვლის, რომ ფლანგის მცველები მთელ კიდეს უნდა აკონტროლებდნენ, ამასთან ერთად შეტევაში ერთვებოდნენ და დაცვაში მოქმედებდნენ. ლუკი შესანიშნავი პოტენციალის მქონე სწრაფი და ძლიერი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, ლუი მას ტოპ-კლასის მცველად აქცევს."

"მრავალი წლის განმავლობაში დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები გვყავდა. მაგალითად, დარენ ფლეთჩერი, რომელიც თავის დროზე გუნდის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად ითვლებოდა. ან კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც პირველ ორ-სამ სეზონში "იუნაიტედში" საკუთარ თავს ეძებდა. არავითარი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ ლუკ შოუ, ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი ნიჭიერები არიან. მათ უბრალოდ ტრავმებისგან თავის დაღწევა, მეტი სათამაშო დრო და პროგრესირება სჭირდებათ."


წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 იანვარი 2015 18:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ახალგაზრდებთან მუშაობა რომ შეუძლია, მაგას არავინ უარყოფს, მაგრამ რამდენად განვითარდება მარცხენა მცველი ვინგ-ბექად თამაშის დროს ეს საკითხავია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
20 იანვარი 2015 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
სმოლინგი ბოლო დროს მაგრად გამოსწორდა. სიტისთან წითელი ბარათი როგორ დაეხმარა.
0
№3
ავტორი: AkkRed
20 იანვარი 2015 18:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შოუს გახდის მეორე ბეილად ჩემის აზრით, ფილი მგონი მთლიანი ინგლისის იმედია და კრისის რა მოგახსენოთ ხან როგორ თამაშობს ხან როგორ
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
20 იანვარი 2015 18:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
არავისთვის უცხო არაა რომ ლუის ახალგზარდებთან მუშაობა შეუძლია, მაგრამ სისტემატიურად შემადგენლობის ცვლა არამგონია კარგი იყოს.
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 იანვარი 2015 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ტრამვები არ იყოს რაც მთავარია და დანარჩენი ყველაფერი იქნება...
0
№6
ავტორი: GeorgeBest
20 იანვარი 2015 22:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შოუ და ჯონსი ტოპ მცველებად უნდა ჩამოყალიბდნენ და იმედია ვან გაალი დაეხმარება ამაში
0
№7
ავტორი: Berba 9
21 იანვარი 2015 15:11
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ტრავმებია მთავარი პრობლემა, თორემ ჯონსიც, სმოლინგიც და შოუც, ფაქტიურად ძირითადის ფეხბურთელები არიან

იმედია ისე მოხდება, როგორც გარი ამბობს და ლუი ჩამოაყალიბებს ამ 3 მცველისგან, უმაღლესი დონის ფეხბურთელებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: Macklemore
21 იანვარი 2015 16:43
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჯონსი და სმოლინგი უნდა იყვნენ ძირითადის მცველები. რამდენიმე მატჩი რო ჩაატარებინოს ერთად გადაბმულად, მჯერა რო შეეწყობიან ერთმანეთს და კარგ ტანდემს შეკრავენ, მაგრამ მაგის საშუალებას არც ტრავმები იძლევა და არც ვან გაალი. არადა შეიძლება ნაკრების პოტენციური ცენტრალურ მცველთა დუეტი გვყავდეს გუნდში და ვერ ვიყენებდეთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top