"მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ გაფორმებული მეკარის, ვიქტორ ვალდესის სადებიუტო მატჩი პარასკევს "კემბრიჯის" წინააღმდეგ მატჩში შედგება.
როგორც უკვე ვიცით, წლის დასაწყისში "წითელმა ეშმაკებმა" ვალდესთან 18 თვიანი კონტრაქტი გააფორმეს. მისი სახით კი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი შესანიშნავ მეორე მეკარეს ხედავს.
როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, 33 წლის მეკარე თავისი ახალი კლუბის რიგებში სადებიუტო მატჩის ჩატარებას ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში შეძლებს.
ამ ქმედებით ვან გაალს სურს ვიქტორს სათამაშო პრაქტიკა მისცეს იმ შემთხვევისთვის, თუ დე ხეა სეზონის მიმდინარეობისას ტრავმას მიიღებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვალდესმა თავისი უკანასკნელი შეხვედრა მარტში "ბარსელონას" რიგებში ჩაატარა. მას შემდეგ კი ვალდესი ტრავმის მოშუშების კურსს გადიოდა, რაშიც სწორედ ვან გაალის გუნდი ეხმარებოდა.