"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე აცხადებს,რომ ის თავს "მანჩესტერ იუნაიტედში" ისე გრძნობს,როგორც საკუთარ სახლში.ასევე მან განაცხადა,რომ ის უკვე მთლიანად მოერგო პრემიერ ლიგას.დე ჰეა "წითელ ეშმაკებს" 2011 წლის ზაფხულში შეუერთდა და პირველივე სეზონში თვალნათვლივ წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები.ესპანელი კიპერი აცხადებს,რომ ის აპირებს თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას და იბრძოლებს ნორმერ პირველი მეკარის სტატუსითვის გუნდში.
"მე თავს "მანჩესტერ იუნაიტედში" ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.ეს კლუბი და ქალაქი ჩვემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.მე უკვე სრულიად მოვერგე პრემიერ ლიგას.გუნდში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს,რომელებთანაც დიდ დროს ვატარებ.მე კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით და იმედია მომავალში ამ გუნდთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევ." - განაცხადა დე ჰეამ.
დე ჰეა არაერთხელ მოექცა მედიიდსა და ხალხის კრიტიკის ქვეშ,მაგრამ ეხლა ის აცხადებს,რომ ამ ყველაფერმა ის გააძლიერა.
"ყველაზე მთავარი რაც ჩემთვის არის,ესაა ამ რთული ბარიერების გადალახვა.არაერთხელ მოვქცეულვარ კრიტიკის ქვეშ და მე ამით უფრო გავძლიერდი,რადგან შეცდომებზე უნდა ისწავლო.მე ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ,რადგან ჯერ ახალგაზრდა ვარ და წინ ყველაფერია.იმედია მე ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა მექნება." - დაასრულა დავიდმა.