"მანჩესტერ იუნაიტედმა" გააკეთა შეთავაზება 35 მილიონი ევროს (26.8 მლ.ფუნტი) ოდენობით, ნიკოლას ოტამენდის გადასაბირებლად, მაგრამ უარი მიიღო.
"Manchester Evening News"-ის თქმით, "იუნაიტედის" თავკაცს ლუი ვან გაალს სურს დაცვის ხაზის გაძლიერება და ამისათვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ მათს ჰუმელსის შუა სეზონში შესყიდვა ნაკლებად სავარაუდოა.
ამ მხრივ, ვან გაალმა ყურადღება გაამახვილა 26 წლის არგენტინელზე, თუმცა შეთავაზებული თანხა "ვალენსიასთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა.
აქვე დავამატებ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ "იუნაიტედი" ცდილობდა ოტამენდის შეძენას, როდესაც ის "პორტუში" გამოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "იუნაიტედმა" მაშინაც სარფიანი წინადადება შესთავაზა პორტუგალიელებს, თუმცა ფეხბურთელისგან უარი მიიღო, ხოლო ერთი კვირის შემდეგ ოტამენდი "ვალენსიას" მოთამაშე გახდა.