ოლივერ კანმა განაცხადა, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა მას "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლაზე უარყოფითი პასუხის გაცემა არ აპატია.
ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ 1994 წელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შანსი მიიღო, მაგრამ მიუნხენის "ბაიერნი" აირჩია.
კანმა მიუნხენურ გრანდში ასპარეობის 14 წლის განმავლობაში ბუნდესლიგის 8, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1 ტიტული მოიპოვა. "ალექს ფერგიუსონმა ეს არასდროს მაპატია. ამის გამო დღემდე ჩემი წინააღმდეგია." - განაცხადა ოლივერმა.
"იუნაიტედის" ლეგენდარულმა კიპერმა, პეტერ შმეიხელმა კი ოლივერს განუცხადა, რომ მან მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.
"სერ ალექსს უარი არასდროს უნდა უთხრა. კანისთვის "იუნაიტედი" კარგი გამოცდილება იქნებოდა." - განაცხადა დანიელმა.
კანი და შმეიხელი 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში სხვადასხვა გუნდების კარებში იდგნენ. იმ დღეს შმეიხელის გუნდმა ტიტული 3 წუთში მოიპოვა.