თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2015, 11:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2661,
კომენტარები: 9
სატრანსფერო ფანჯრის შესაძლებლობები, შეზღუდვები და წესები
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიმოხილვა.
სატრანსფერო ფანჯრის შესაძლებლობები, შეზღუდვები და წესები
გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ტრანსფერებზე 150 მლნ. ფუნტი დახარჯა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა 2 თებერვლამდე ღიაა და უკვე მოსილია სხვადასხვა ჭორებით. დრო დადგა გავარკვიოთ, როგორ იმოქმედებს საფეხბურთო ასოციაციისა და უეფა-ს წესები კლუბის დანახარჯებზე. რამდენიმე მარტივ მაგალითზე დაყრდნობით ჩემი ანალიზი აჩვენებს, რომ "უნაიტედს" ამ სატრანსფერო ფანჯარაზე მცირე შესაძლებლობები აქვს.

თავისუფალი აგენტის, ვიქტორ ვალდესის გაფორმების შემდეგ ჭორები შემდეგ ფეხბურთელებზე მიდგა:

- რონ ვლაარი "ასტონ ვილადან"
- ილკაი გიუნდოგანი და მატს ჰუმელსი დორტმუნდის "ბორუსიადან"
- რაფაელ ვარანი "რეალიდან"
- კევინ სტროოტმანი "რომადან"
- პოლ პოგბა "იუვენტუსიდან"

ვლარის გარდა, რომლის შეძენაც შესაძლებელია - განსაკუთრებით თუ "ასტონ ვილას" სურს მის სანაცვლოდ რაიმე მოგება ნახოს, ვიდრე თავისუფალი აგენტის სტატუსით განშორდეს - დანარჩენი ფეხბურთელები თავიანთი კლუბისთვის საჭირონი ჩანან, ამიტომ მათი შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედს" საკმაოდ ძვირად დაუჯდება.

სატრანსფერო ფანჯრის დროს ფინანსური კუთხით ოთხი წესი მოქმედებს: უეფას ფინანსური ფეირ-პლეი, პრემიერ ლიგის შეზღუდვა გამობრძმედილ მოთამაშეებზე, ხელფასის ზრდის კანონი და დაუზარალებლობის წესი.

შემოსავლებისა და გასავლების შემოწმება

დაუზარალებლობის წესის შესახებ უეფა-ს ფეირ-პლეისა და პრემიერ ლიგის წესები მსგავსია. თუმცა უეფა-ს ფეირ პლეი "იუნაიტედის" შემთხვევაში მიმდინარე სეზონზე არ ვრცელდება, ხოლო გამომდინარე წინასწარმეტყველებისგან, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია.

როგორც მოსალოდნელია, "იუნაიტედი" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის გამო 40 მილიონი ფუნტიდან 50 მლნ. ფუნტამდე დაკარგავს. ამავდროულად, ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის შეძენის შემდეგ გასავალი გაიზარდა. თუმცა იგივე დაემართა შემოსავალს, რასაც სპონსორების მოზიდვამ შეუწყო ხელი - ამა წლის მოგება 25%-ით გაიზარდა, რაც 170 მლნ. ფუნტს უტოლდება. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში კლუბი დადებით ბალანსს მიაღწევს.

ორივე წესი, როგორც უეფა-ს, ისე პრემიერ ლიგის წესები, ორი წლის განმავლობაში მოქმედებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედი" მატებაში იმყოფებოდა, ამიტომ ფინანსური ფეირ-პლეის შემოწმებას თითქმის ვერც ერთი სატრანსფერო გასავალი ვერ გადაურჩება.

გამობრძმედილი ფეხბურთელები

განცხადების ფორმირებისას ღირს აღზრდილი ფეხბურთელების შესახებ წესები გავითვალისწინოთ, რომლის თანახმად გუნდში 21 წელზე უფროსი ფეხბურთელების 25 კაციანი გუნდიდან 8 უნდა ირიცხებოდეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში 11 ასეთი ფეხბურთელია, ამიტომ მოცემული წესი დარღვეული არ იქნება.

ხელფასის აწევა

პრემიერ ლიგის მიერ შემოღებულ სწორედ ხელფასის აწევის წესს შეუძლია მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე გავლენა მოახდინოს. მსხვილი შენაძენები ნაკლებად სავარაუდოა, თუ არავინ გაიყიდება.

მოცემული წესი სწორედ მოკლევადიანი ხარჯების კონტროლისთვის იქნა შემოღებული. ამ წესის თანახმად, მოთამაშეთა საერთო წლიური შემოსავალი საკონტროლო სეზონის ექვივალენტურია. ამჟამად 2012/13 წლების სეზონი საკონტროლოს წარმოადგენს. წესები კი ვრცელდება სეზონებზე, რომლებიც 2014; 2015 და 2016 წლებში სრულდება.

როცა მოთამაშეთა ხელფასს საკონტროლო წელს ადარებთ, ისინი შესაძლოა:

- იყოს 4 მილიონი ფუნტით მეტი, ვიდრე საკონტროლო წელი. ამგვარად, 2014/15 წლების სეზონში ის შესაძლოა 8 მლნ. ფუნტით უფრო მეტი იყოს, ვიდრე 2012/13 წლების სეზონში.

- ზრდა შესაძლოა უფრო მეტი იყოს, ვიდრე წესშია მითითებული, თუ კი ის კლუბის პირადი შემოსავლით არის განპირობებული, რომელიც, არსში ნებისმიერ შემოსავალს მოიცავს, გარდა სატელევიზიო ტრანსლიაციებისა. ის ასევე მოიცავს მოთამაშეების გაყიდვისგან მიღებულ მოგებას.

2012/13 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" პირადმა შემოსავალმა 301 მლნ. ფუნტი შეადგინა.
გამომდინარე იქიდან, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე არ მონაწილეობს, მოსალოდნელია, რომ 2014/15 წლების სეზონში "იუნაიტედის" შემოსავალი დაახლოებით 315-325 მლნ. ფუნტი იქნება. ამგვარად, "იუნაიტედის" ფეხბურთელების საერთო ხელფასი 2014/15 წლებში შესაძლოა 14-24 მლნ. ფუნტით უფრო მეტი იყოს, ვიდრე 2012/13 წლების სეზონში.

მაგრამ ღირს ორი რამის აღნიშვნა:

1) "მანჩესტერ იუნაიტედის" შემოსავლის ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მონაწილეობს. ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია კომერციული და სპონსორული კონტრაქტების გაფორმებისას ორგანიზებულობა.

2) ხელფასის ზრდის წესი ვრცელდება მოთამაშეებზე, მაგრამ არა კლუბის პერსონალზე. ამ მონაცემების ანალიზისას, ხშირად ხდება შეცდომა, როცა მხედველობაში კლუბის მიერ მთელი წლის განმავლობაში გაღებულ სახელფასო მაჩვენებელს იღებენ. მაგრამ ეს თავის თავში კლუბის 49 ფეხბურთელის გარდა შეიცავს 800-ზე მეტი თანამშრომლისა და 2300 დროებითი პერსონალის სოციალურ გადასახებს.

ამგვარად, აუცილებელია მოთამაშეთა სახელფასო ზრდის შეფასებისას გარკვეული კორექტივების შეტანა.

2012/13 წლების სეზონში კლუბის სახელფასო მაჩვენებელმა 158 მლნ. ფუნტი შეადგინა. გასული სეზონის ბოლოს "იუნაიტედს" სამწვრთნელო შტაბის 16 წევრი, კომერციული განყოფილების 13 ადამიანი, პრეს-სამსახურის 22 თანამშრომელი და სხვა 78 თანამშრომელი შეემატა. საბოლოოდ, 2012/13 წლების სეზონთან შედარებით 126 ახალი თანამშრომელი. ხელფასებზე კლუბის რეკომენდაციისა და მხედველობაში თანამშრომლების რაოდენობის უცვლელობის მიღებისას შეგვიძლია დანახარჯები სოციალურ უზრუნველყოფასა და სხვა მცირე გადასახადებზე მივუშვათ, რის შემდეგაც 2014/15 წლების სეზონის შესაძლო საერთო სახელფასო მაჩვენებელს მივიღებთ, რომლის მიახლოებითი ციფრი 175-182 მლნ. ფუნტი იქნება.

შესაბამისად, ხელფასის ზრდა 17-24 მლნ. ფუნტით მოხდება. თუმცა უმჯობესია პერსონალის ხელფასი გამოვრიცხოთ. საშუალოდ 60 ათასი ფუნტის აღების შემთხვევაში, ეს 126 თანამშრომელი 7.5 მლნ. ფუნტს გამოიმუშავებს.

ვიღებთ მოთამაშეთა ხელფასის 10-17 მლნ. ფუნტამდე ზრდას. შევაჯამოთ:

სატრანსფერო ფანჯრის შესაძლებლობები, შეზღუდვები და წესები


ჰორიზონტალურად: 1) (მილიონებში); 2) 2012/13 საკონტროლო სეზონი; 3) 2013/14; 4) 2014/15 ნაწინასწარმეტყველები დონე
ვერტიკალურად: 1) (მილიონებში) 2) პირადი შემოსავალი; 3) პირადი შემოსავლის ზრდა; 4) სახელფასო ფონდი; 5) პერსონალის ხელფასის ნაწინასწარმეტყველები ზრდა; 6) მოთამაშეთა ხელფასის ნაწინასწარმეტყველები ზრდა.

მოთამაშეთა ხელფასის ზრდამ 10-17 მლნ. ფუნტი შეადგინა, მაშინ, როცა პირადი შემოსავალი 14-24 მლნ. ფუნტით გაიზარდა, რაც მსხვილი შენაძენისთვის მცირე შესაძლებლობებს ტოვებს, თუ რა თქმა უნდა, ვინმეს არ გაყიდიან, ან იჯარით არ გაასხვისებენ.

შეჯამება

"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო კომპანია, თუნდაც იანვრის, შეზღუდულია. საზაფხულო პროგნოზი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის დამოუკიდებლად კარგად გამოიყურება. მომდევნო წლიდან "ადიდასის" მიერ ყოველწლირად 75 მლნ. ფუნტის გადახდა შემოსავლისთვის შესანიშნავი მატებაა. ასევე, დიდი ალბათობით კლუბი კიდევ იპოვის სპონსორებს, რაც შემოსავალს გაზრდის. ამავდროულად, ედ ვუდვორდმა და გლეიზერებმა კლუბის ფულადი ინვესტიცია ბოლო რვა თვის განმავლობაში მომგებიანად დააბანდეს და ამას მომავალშიც გააკეთებენ.

წყარო: fool.com
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
20 იანვარი 2015 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ra fuli trialobs fexburtshi sagol
0
№2
ავტორი: RojoDiablo
20 იანვარი 2015 14:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მე მიანც ვფიქრობ, რომ მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრისა და 150 მლნ. ფუნტის დახარჯვისა, წელსაც დიდი ოდენობით მოგება გვექნება და საჭირო ფეხბურთელების მოყვანა შეგვეძლება. თანხის დახარჯვაში გლეიზერები უკან დახევას არ აპირებენ როგორც ვხედავ და ეს მახარებს. მთავარია შესაფერისი კანდიდატი მოიძებნოს ამა თუ იმ პოზიციის გაძლიერებისთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
20 იანვარი 2015 14:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისეთი ფინანსები გვაქვს არა მგონია გაგვიჭირდეს კიდევ 2 წელი თუ ვერ მოვხდით ლიგაზე, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს
0
№4
ავტორი: DiMaria
20 იანვარი 2015 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არ მაინტერესებს თქვენი ფული, წელს ჰუმელსი მიყიდეთ და რაც გინდათ ის გიქნიათ
0
№5
ავტორი: I L C
20 იანვარი 2015 18:29
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Zamtarshi eseni aravis myidvelebi ararian
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
20 იანვარი 2015 19:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,

გააჩნია ვის იყიდიან. მსოფლიო დონის ჩამოყალიბებული ვარსკვლავი უნდა იყიდოს იუნაიტედმა, და არა მომავალი ვარსკვლავი, რომელიც ან გაიბრწყინებს, ან არა.
0
№7
ავტორი: Best 7
20 იანვარი 2015 21:06
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Iyidet erti ori magari mcvelebi
0
№8
ავტორი: GeorgeBest
20 იანვარი 2015 23:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა მაგრად უნდა ეზარალა კლუბს თუმცა ლიგაზე არყოფნა გადაფარეს თუნდაც ადიდასთან კონტრაქტით

ჰუმელსი დადონ და არ გვინდა ჯერ არავინ :D
0
№9
ავტორი: Macklemore
21 იანვარი 2015 16:47
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ადრე წინააღმდეგი ვიყავი დიდი თანხების დახარჯვის, მაგრამ ახლა რო ვუყურებ ამ მომაკვდავ გუნდს, ვფიქრობ სხვა გზა არაა. დიდი თანხები უნდა დაიხარჯოს და მაღალი დონის ფეხბურთელები მოვიდნენ კლუბში. იყო დრო რამდენიმე წელი უეფას რეიტინგში 2 ადგილს არ ჩამოვცდენილვართ და ახლა რა დღეშია კლუბი ყველა ხედავს. შარშანდელ სეზონთან შედარებით რაღაც იმედები და პოზიტივი მაინც არის, მაგრამ ეგ იმედები და პოზიტივი კლუბს 200 მილიონამდე დაუჯდა და მეტი მოეთხოვებათ როგორც მწვრთნელებს, ისე ფეხბურთელებს.

ადრე წინააღმდეგი ვიყავი დიდი თანხების დახარჯვის, მაგრამ ახლა რო ვუყურებ ამ მომაკვდავ გუნდს, ვფიქრობ სხვა გზა არაა. დიდი თანხები უნდა დაიხარჯოს და მაღალი დონის ფეხბურთელები მოვიდნენ კლუბში. იყო დრო რამდენიმე წელი უეფას რეიტინგში 2 ადგილს არ ჩამოვცდენილვართ და ახლა რა დღეშია კლუბი ყველა ხედავს. შარშანდელ სეზონთან შედარებით რაღაც იმედები და პოზიტივი მაინც არის, მაგრამ ეგ იმედები და პოზიტივი კლუბს 200 მილიონამდე დაუჯდა და მეტი მოეთხოვებათ როგორც მწვრთნელებს, ისე ფეხბურთელებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top