ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას.
გამარჯვების შემდეგ კვირა ყოველთვის ჩუმი და მშვენიერია, მაგრამ ამჯერად ადვილი არ იყო.
უკვე ვიცოდით რამდენად რთულია "ლოფტუს როუდზე" თამაში. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი მის ზომაზე, მაგრამ სტადიონზე გასვლისას შემეძლო მეთქვა, რომ ლიგაში ყველაზე პატარაა. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიბრძოლეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ.
მატჩის მსველობისას რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით და ბოლოს ფელისა და ჯეიმსის დახმარებით სამი ქულა მოვიპოვეთ. ქპრ ისე თამაშობდა, როგორც ველოდით და მათი გრძელი გადაცემები თავდამსხმელებზე სახიფათო იყო, მაგრამ დავიდმა კვლავ დიდებულად ითამაშა.
უქმეებზე გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ცხრილის მაღლა მყოფმა გუნდებმა - "სიტის" გარდა - თავიანთი მატჩები მოიგეს. ჯერ კიდევ დიდი გზაა წინ; ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მუხტი და მაღალ დონეზე ავიდეთ, რადგან ჩვენი მთავარი კონკურენტები იმავეს გააკეთებენ. გვინდა სეზონის დატვირთულ კვირებში მაღალ დონეს მივაღწიოთ.
ახლა ინგლისის თასისთვის ვემზადებით, რომელიც ჩემი საყვარელი ტურნირია, როგორც უკვე მრავალჯერ ვთქვი. ალბათ, იმიტომ, რომ თასის მოგება პირველივე წელს მოვახერხე და "უემბლიზე" ჩატარებული მატჩებიდან კარგი მოგონებები გამომყვა. ჩვენ "კემბრიჯ იუნაიტედის" წინააღმდეგ ვთამაშობთ, რომელიც მეორე ლიგაში გამოდის. დარწმუნებული ვარ, არ აპირებენ საკუთარ სტადიონზე ჩვენთვის ყველაფერი გააიოლონ.
გეხვევით თითოეულ თქვენგანს. წარმატებული კვირა გქონოდეთ.
ხუანიP.S. სასიამოვნო იყო ფერდინანდის ხილვა. მასთან ერთად "იუნაიტედში" მხოლოდ 5 თვის განმავლობაში ვიყავი, მაგრამ ის ყოველთვის მამხნევებდა... წარმატებები რიო!
წყარო:
manutd.com