თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2015, 14:54
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2035,
კომენტარები: 9
ვან გაალი მზადაა იანუზაის გამოემშვიდობოს
იანუზაისთვის შემადგენლობაში ადგილი არ არის.
ვან გაალი მზადაა იანუზაის გამოემშვიდობოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ადნან იანუზაის განუცხადა, რომ იგი მის გეგმებში არ შედის, მაგრამ კლუბი ახალგაზრდა ბელიგიელს ამშვიდებს და მოთმინებისკენ მოუწოდებს.

წარმატებული 2013-14 სეზონის შემდეგ, იანუზაის ლეგენდარული რაიან გიგზის 11 ნომრიანი მაისური გადაეცა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მისთვის საქმეები სხვაგვარად წარიმართა. ამასთანავე სრულიად გასაგებია, რომ იანუზაი მოითხოვს სათამაშო დროს და არაა გამორიცხული დათანხმდეს წინადადებას დევიდ მოიესთან მუშაობაზე ესპანეთში, ან სულაც "ასტონ ვილას" რიგებში ვიხილოთ, ვინაიდან ეს კლუბი იანუზაის მიმართ ინტერესს იჩენს ბოლო დღეებში. ასევე ცნობილია, რომ ბელგიელის მსურველთა რიგებს "პორტუც" მიემატა, თუმცა როგორც უკვე ვთქვით, იანუზაის მოთმინებისკენ მოუწოდებენ.

ვან გაალი, რომელმაც სეზონი 3-5-2 ტაქტიკით დაიწყო და ტრავმების დამსახურებით 4 მცველზე გადავიდა, ვერ ხედავს იანუზაის ადგილს მის მიერ ნათაყვანებ ტაქტიკაში. ბელგიელმა ზედიზედ ოთხი მატჩი ჩაატარა ოქტომბრიდან ნოემბრის შუა რიცხვამდე, თუმცა ისევ 3-5-2 სისტემაზე გადასვლამ იგი შემადგნლობის მიღმა დატოვა.


"იუნიატედის" ყოფილი მწვრთვნელი, დევიდ მოიესი, რომელიც გასულ წელს, აპრილში გამოეთხოვა თავის პოსტს, იანუზაის დიდი მხარდამჭერია და სურს რომ თინეიჯერი ბელგიელი იხილოს მისი ახალი გუნდის რიგებში. ასევე "ასტონ ვილა", სადაც არენდით უკვე იმყოფება ტომ ქლევერლი, გამოთქვამს სურვილს იანუზაის გადაბირებისა, ვინაიდან ამ კლუბს ბოლო 5 მატჩია გოლი არ გაუტანია, და გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს.

წყარო: Goal.com
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
19 იანვარი 2015 14:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იჯარით თუ უნდათ წაიყვანონ თუ გაყიდვა უნდა ლუის მაშინ უკვე ცენზურა ცენზურა და კივერ ერთხელ ცენუტრა რა.
0
№2
ავტორი: Mufc7
19 იანვარი 2015 15:00
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გაუშვან იჯარით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Rosso Diavolo
19 იანვარი 2015 15:26
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
უნდა გაუშვან იჯარით ესეთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ უნდა დავკარგოთ !
0
№4
ავტორი: RojoDiablo
19 იანვარი 2015 15:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იჯარა ასეთ დროს ყველაზე კარგი ვარიანტია, მაგრამ გუნდს უნდა მიექცეს ყურადღება. სადაც ათამაშებენ იქ უნდა წავიდეს, თორემ იქ უხეხია სკამი თუ აქ რა აზრი აქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
19 იანვარი 2015 16:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ვაიმე ეს რო გაყიდოს .... და იანგი სასტავში და ეს გავუშვათ? მეორე პოგბა გვემართება
0
№6
ავტორი: GeorgeBest
19 იანვარი 2015 17:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გაანათხოვრონ, გავატანოთ მოიესს ესპანეთში
0
№7
ავტორი: DiMaria
19 იანვარი 2015 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არ გაყიდოთ რაა
0
№8
ავტორი: PaLoMo
19 იანვარი 2015 18:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Ar gayidian amas ijarit sosiedadahi mindaro wavides mwvrtneli endoboda aq da iqac ndobas gamoucxadebs da dziritadshi atamashebs...ise lui axalgazrdebs ufro adzlevs shanss da es ra axalgazrda araa?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: bziki
19 იანვარი 2015 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეს ვან გაალის ფილოსოფიის ბრალია ვინგერებით არ თამაშობს და ვის უნდა გაუწიოს კონკურენცია რომელ შემტევს ისედაც არაა ადგილი და იანუზაის ხო საერთოდ არ უწევს თამაში

ეს ვან გაალის ფილოსოფიის ბრალია ვინგერებით არ თამაშობს და ვის უნდა გაუწიოს კონკურენცია რომელ შემტევს ისედაც არაა ადგილი და იანუზაის ხო საერთოდ არ უწევს თამაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top