22 წლის მცველმა ამ წელს "იუნაიტედის" რიგებში ჩაატრა ყველაზე მეტი მატჩი და მიიჩნევს, რომ ამ წელს ის მომწიფდა, როგორც ფეხბურთელი და ასევე, როგორც პიროვნება...
"ეს წელი ჩემთვის ძალზედ წარმატებული გამოდგა.მე შემეძინა ქალიშვილი და ბევრ საქმესაც უფრო სერიოზულად მოვეკიდე.მოედანზე უკეთესად ვმოქმედებ, რადგან ვატარებ ძალიან ბევრ თამაშებს კლუბის შემადგენლობაში.ასე, რომ ამ წელს, როგორც ცხოვრებაში, ასევე კარიერაში მქონდა ბევრი, კარგი მომენტი."– განაცხადა რაფაელმა manutd.com–თან.
"ყოველ კვირას თამაში, თქვენ გაძლევთ იმის უფლებას, რომ მინდორზე თავი კომფორტულად იგრძნოთ.გახარებული ვარ, რადგან ამ სეზონში მივიღე დიდი გამოცდილება.ვგრძნობ, რომ ვიზრდები, როგორც კარგ ადამიანად და ასევე კარგ ფეხბურთელად.მე მხოლოდ 18 ვიყავი, როდესაც აქ მოვედი. ბევრი ახალაც ფიქრობს, რომ მე ისეთივე პატარა ბიჭი ვარ, როგორიც ადრე ვიყავი, მაგრამ ეს, ასე არაა.მე თავს კაცად ვთვლი."
"მიზანი 2013 წელს, როგორც ყველასთვის, ასევ ჩემთვისაც ტიტულების მოპოვებაა.როდესაც შენ ასეთ კლუბში თამაშობ, შენი ყურადღება მხოლოდ ამაზეა ფოკუსირებული.მე კი, პირადად მსურს, მაქსიმალური დრო გავატარო, ხოლმე მინდორზე.როდესაც მოდის იანვარი, ყველა ხვდება, რომ ადვილი თამაშები არ იქნება. ვიმედოვნებ, რომ ამ გზას სწრაფად და მაქსიმალურად კარგად გავივლით"