რაში შეეცილა სერ ალექსი "სიტის".
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მწვრთნელს, სერ ალექსს 2011 წელს "ოლდ ტრაფორდზე" ალექსის სანჩესის მიყვანა სურდა.
ჩილელი ფეხბურთელის შეძენით, რომელიც "უდინეზეში" მიღწეული წარმატების შემდეგ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდებოდა.
The Daily Telegraph-ი კი იტყობინება, რომ 26 წლის ფეხბურთელისთვის "სიტის" მიერ 26.5 მლნ. ფუნტის შეთავაზებას ფერგიუსონმა შეუშალა ხელი.
წყაროს ცნობით, "ქალაქელებმა" სანჩესთან მოლაპარაკებები უკვე შეათანხმეს, მაგრამ საქმეში ფერგიუსონი ჩაერთო, რომელიც მეზობლებისთვის ხელის შეშლას აპირებდა.
სანამ მანჩესტერული კლუბები ერთმანეთს ეცილებოდნენ, "ბარსელონამ" დრო იხელთა და სანჩესი "ნოუ კამპზე" გადაიბირა.
როცა "ბარსელონამ" სანჩესის გაყიდვა დააპირა, მისით მანჩესტერული გუნდები კვლავ დაინტერესდნენ, ისევე, როგორც "ლივერპული".
თუმცა ჩილელმა ფეხბურთელმა "არსენალის" რიგებში გადასვლა ამჯობინა.
წყარო:
dailystar