თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2015, 09:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1539,
კომენტარები: 8
კანჩელსკისი: "ვან გაალი პრემიერ ლიგას ვერასდროს მოიგებს"
"იუნაიტედის" ლეგენდა ვან გაალის გუნდის შესახებ.
კანჩელსკისი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პოლ კანჩელსკისი აცხადებს, რომ ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "იუნაიტედი" მომდევნო ათი წლის განმავლობაშიც კი ვერ გახდება ჩემპიონი.

"იუნაიტედის" ყოფილი ვინგერი ვან გაალის გუნდს "საუთჰემპტონთან" მატჩის შემდეგ გამოეხმაურა, რომელსაც ის "ოლდ ტრაფორდზე" სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად უყურებდა.

პოლის განაცხადებით სერ ალექსი გაბრაზებული და იმედგაცრუებული წავიდა სტადიონიდან.

"ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგას მომდევნო ათი წლის განმავლობაშიც კი ვერ მოიგებს."

"ვერაფრით ვხვდები ფეხბურთის რა სახეობას ნერგავს ის ფეხბურთელებში. დარწმუნებული არ ვარ მათ უნარში - "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" კონკურენციას ვერ გაუწევენ."

"ისინი საშინლად გამოიყურებოდნენ. სტადიონზე 75 ათასი გულშემატკივარი მოვიდა და სამარცხვინოდ თამაშობდნენ. ძალიან ვწუხდი ფანების გამო."

"შესაძლოა ვან გაალმა პერსონალის შეცვლით გარკვეული პრობლემები გადაჭრას, მაგრამ არამგონია ჩემი ყოფილი გუნდი კონკურენტუნარიანი იყოს."

"იუნაიტედის" 1993 წლის ფეხბურთელები - რაიან გიგზი, პოლ ინსი, პოლ სქოულზი, პეტერ შმეიხელი, ერიკ კანტონა - უნდა სწუხდნენ, რომ კარიერა დაასრულეს."
- განაცხადა კანჩელსკისმა.

წყარო: dailymail.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 იანვარი 2015 09:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ათი წლით დატოვებას არც აპირებენ მგონი და თუ ცუდად გააგრძელებს მითუმეტეს. უბრალოდ ახირებები აქვს, მაგრამ რატომ, ვერაფრით ვხვდები და რის მიღწევას ცდილობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
19 იანვარი 2015 10:19
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შენც არ გინდა ეხლა რა ძმაო, არამგონია მასე ცუადად იყოს ჩვენი საქმე მთავარია ამან თავისი ფილოსოფია აამუშავოს 4-4-2 ტაქტიკაზე და მერე იქნება ჯიგრულად
0
№3
ავტორი: DiMaria
19 იანვარი 2015 10:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ტიპმა დაგვწყევლა derpgop
0
№4
ავტორი: PaLoMo
19 იანვარი 2015 12:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Es xo ar adradebs?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
19 იანვარი 2015 13:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჩემი აზრით ვან გაალს სურს ყველას დაანახოს, რომ ბოსი ის არის და არავის აზრზს მის აზრზე ზემოქმედება არ შეუძლია... ფანების არ ესმის ხო კაი მარა ამდენი ლეგენდა რომ გამოდის და გაკრიტიკებს არაფრია მისთვის ნეტა ? მაინცადამაინც ფერგიმ უნდა გადაურეკოს და მიაკაჩავოს?
0
№6
ავტორი: GeorgeBest
19 იანვარი 2015 16:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესს უფრო ნაკლებად აკრიტიკებდნენ და ყველა გვერდში ედგა wink ლუის ძაან შედგნენ ბოლო დროს მარა ეგ მაინც თავისას მიაწვება
0
№7
ავტორი: LizarD
20 იანვარი 2015 09:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
კარგია ასე აშკარად კრიტიკა, ინქება შევიდეს ვან გაალის თავში რამე.
0
№8
ავტორი: David Beckham 7
20 იანვარი 2015 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
ვინ იცის ვინ იცის... ვნახოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top